• რეკლამა
  • კონტაქტი
12:27, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიხეილ სააკაშვილი საბჭოთა კგბ-ს ოფიცერია – მითხრა სენატორმა ჯესი ჰელმსმა 1991 წელს” – ირაკლი კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
01:13 10-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,708

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღისადმი მიძღვნილ სემინარზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს ბრიფინგი გავუმართეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ვთხოვეთ რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მხარი დაეჭირა სენატს.

მაშინ, სენატორი ჯესი ჰელმსი გვიჭერდა მხარს აქტიურად, აგრეთვე სენატორი ლუგარი და სემ ნანი ჯორჯიიდან. იქ მოვიდა შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტოს (USIA) დეზონფორმაციის დეპარტამენტის უფროსი და გვთხოვა რომ სენატში გამოსვლის შემდეგ მის ოფისსაც ვწვეოდით.

წავედით მასთან სენატში გამოსვლის შემდგომ და მან გადმოგვიშალა ასობით გვერდი Fake News-ებისა, რომელიც ამერიკულ პრესაში ვრცელდებოდა. მან გვითხრა რომ ამ ‘ვითომ ნიუსებს’ ყოველდღიურად მას უგზავნიდნენ ნიუ იორკიდან და მიუნჰენიდან ძმები გუდავები, რომლებიც მისივე ინფორმაციით მუშაობდნენ საბჭოთა სპეცსამსახურებზე. მისივე თქმით ამ დეზინფორმაციების კოორიდნატორად ნიუ იორკში მუშაობდა იური ანდროპოვის პირადი ფავორიტი, თემურ ალასანია. მისი ხელმძღვანელობით ყოველ დღე ვრცელდებოდა ყალბი ნიუსები იმის თაობაზე თუ რა საშინელებებს სჩადიოდნენ ქართველები.

ამ დეზინფორმაციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია – მას ადანაშაულებდნენ ეთნიკური შუღლის გაღვივებაში და ათას უბედურებაში. სინამდვილეში, ეს ყველა ინფორმაცია Fake News-ი იყო.

ამერიკელმა დეზინფორმაციის სპეციალისტმა, მაშინ გვითხრა რომ ამ ნიუსებს აგრეთვე ავრცელებდა ‘ახალგაზრდა პოლიტიკური მეცნიერი უკრაინიდან’, რომლის ვინაობის დადგენა ჭირსო. მას ეტყობა რომ გარკვეული განათლების ბაზა აქვსო, და ამიტომაც მის მიერ მოწოდებულ ‘ანალიზს’ განსაკუთრებული ზიანი მოაქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღიარებისთვისო. ხომ არ იცით ეს პიროვნება ქართულ პოლიტიკაში რა პარტიას წარმოადგენსო.

როცა სახელი ვკითხეთ ამ დეზინფორმატორის, რომელიც ყველანაირად ებრძოდა ჩვენს დამოუკიდებლობას 1991 წლის აპრილში, პასუხად მივიღედ (რუსული ტრანსკრიფციით) – მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი. მაშინ, არც მე და არც ერთ ჩემს მეგობარს საერთოდ არ გვქონდა წარმოდგენა იმაზე თუ ვინ იყო ეს პიროვნება. ეს ადამიანი საქართველოში 1991 წელს არაფრით ცნობილი არ იყო. ვუპასუხეთ რომ არ ვიცით ეს ადამიანი საერთოდ რას წარმოადგენს ან რომელიმე პარტიაში თუ არის.

‘სამაგიეროდ მე ვიცი, – გვიპასუხა ამერიკელმა ჩინოსანმა – ის საბჭოთა კგბ-ს ოფიცერია. ფრთხილად იყავით ასეთ ხალხთან – რადგან ყველაზე მეტ ზიანს გაყენებენ ისეთები, რომლებიც საერთოდ არ სჩანან თქვენს ქვეყანაში'” – რა ვიცოდი რომ ეს ნათქვამი წინასწარმეტყველებად იქცეოდა.”

თეგები: ირაკლი კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved