• რეკლამა
  • კონტაქტი
21:38, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯანდაცვის სისტემა სრული კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება, თუ არ გააქტიურდა ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და არ მოხდა ტესტების მარაგების დროულად შევსება – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
13:58 09-23-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე საქართველოში კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრული კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა. ამავე დროს, ჩიხლაძე მოქმედ მთავრობას კრიზისიდან დაღწევისა და ვირუსთან გამკლავების  ორ მნიშვნელოვან მექანიზმს სთავაზობს – დროული გამოვლენა და დროული მკურნალობა.

„სამწუხაროდ, კორონა ვირუსით ინფიცირებულთა ციფრები კვლავინდებურად მზარდია და დღეს უკვე 220-ზე მეტი  შემთხვევა დაიფქსირდა. ჯანდაცვის სისტემა სრული კოლაფსის და ჩამოშლის წინაშედგას. ორი მნშვნელოვანია მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ კორონა ვირუსის ინფექციას ეს არის დიაგნოსტიკა – დროული გამოვლენა და დროული მკურნალობა. სისტემას ორი მიმართულებით ძალიან სერიოზული ჩავარდნები აქვს.

ჩვენ ვხედავთ ტესტირებასთან დაკავშირებით შექმნილ ქაოსს, ტესტირების მექანიზმი სრულიად აუწყობელია, ადამიანებს 3-4 დღე ვერ აძლევენ სათანადო პასუხს და არ ხდება ინფორმაციის დროული მიწოდება. მენეჯმენტი არის სრულიად დაულაგებელი, აუწყობელია ალგორითმი და გაუმართავია მექანიზმი, რაზეც ჩვენ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი და გიორგი ვაშაძე ჯერ კიდევ მარტიდან მოყოლებული ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, მარტში ვსაუბრობდით არსებულ და მოსალოდნელ პრობლემებზე, რაც გველოდა სექტემბერში. მნიშნელოვანი და საეჭვოა  ისიც, რომ მზარდ ციფრებთან ერთად ტესტირების მაჩვენებლები მცირდება, ნაცლად მისა, რომ გაიზარდოს. ეს კიდევ ერთხელ მიუნიშნებს არასწორ მენეჯმენტსა და ცუდად აწყობილ მექანიზმზე. 

თვის დასაწყისში ჩვენ მოვისმინეთ, რომ 120 000 ტესტი იყო მარაგში და თუ გადავთვლით ფაქტიურად, ეს მარაგი უკვე ამოწურულია და დამატებით ველოდებოდით  500 000 ტესტის შემოსვლას, რომელიც რასაკვირველია საკმარისი არ იქნება, თუნდაც ერთი თვის მარაგის შესავსებად. ძალიან მნიშვნელოვანია ის კატასტროფული ჩავარდნა, რომელიც უკავშირდება პაციენტების მოვლას, ჰოსპიტალში განთავსებას და საერთოდ ადგილების არსებობას, რადგან მხოლოდ რამდენიმე ასეული ადგილია მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ კორონა ვირუსით ინფიცირებული ადამიანები მივიღოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ  200-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს უკვე ქვეყანაში ყოველდღიურად გამოდის, რომ  სამ დღეში საერთოდ ადგილებიცაღარ იქნება, რისი ნიშნებიც ცალკეულ რეგიონებსადა საავადმყოფოებში უკვე გვაქვს. ამიტომ ჩვენი მეორე მოთხოვნა და ინიციატივა რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი გამოვდივართ ეს არის, რომ სასწრაფოდ  გააქტიურდეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და მსუბუქი, ე.წ. უსიმპტომო პაციენტების მოვლა, მკურნალობა და მართვა დაიწყოს ბინის პირობებში,წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად გადაივსება საავადმყოფოები და მათ შორი,ს უკვე მძიმე პაციენტების მიღების და მკურნალობის შესაძლებლობას შეექმნება სერიოზული საფრთხე. სულ მალე ქვეყანა კოლაფსის  წინაშე დადგება, თუ ეს ორი მექანიზმი: ტესტირების ალგორითმი და მენეჯმენტი, და არ მოხდა ტესტების მარაგების შევსება დროულად და მეორე- ოჯახის ექიმის რგოლის გააქტიურება, რომლისთვისაც სახელმწიფოს  6-7 თვე ჰქონდა და არაფერი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ დაგვაინებულია, სასწრაფოდ, ახლა მაინც შესაძებლობების  ფარგლებში მოხდეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ამოქმედება, “ – სერგო ჩიხლაძე

თეგები: სერგო ჩიხლაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved