• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთელი პერიოდის განმავლობაში განვახორციელებთ მონიტორინგს და არჩევნების დღეს გავაკონტროლებთ სიტუაციას – ბადრი ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
19:35 09-04-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ განცხადებას „ლელოს” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოქტომბრის არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად, პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება აუცილებელია. 

ბადრი ჯაფარიძის თქმით, სამწუხაროა, რომ NDI-მ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პანდემიით შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე. თუმცა, კონტაქტი აქვთ ეუთო/ოდირთან, რომ რაც შეიძლება მეტი რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში მონიტორინგის განსახორციელებლად. 

„ჩვენ უნდა აღკვეთოთ ყველა დარღვევა და ხელისუფლებას არ მივცეთ ხმების მოპარვის შესაძლებლობა.  ფაქტია, რომ უნდა ვიყოთ მობილიზებულები. ამისთვის აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მაქსიმალური რაოდენობის დამკვირვებლების ჩამოსვლა. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, გავუწევთ მონიტორინგს ამ პროცესს. მალე შეიქმნება იმ ტიპის შეთანხმება, რომელიც ხმების დაცვას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების ცდუნება ექნება, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით წინასაარჩევნო პროცესს. მთელი პერიოდის განმავლობაში განვახორციელებთ მონიტორინგს და არჩევნების დღეს გავაკონტროლებთ სიტუაციას. ადამ კიზინგერის განცხადება ადასტურებს იმას ,რომ როდესაც საუბარი არ არის საფრთხეზე თურქეთის მხრიდან, ეს ემსახურება ერთ მიზანს – მოხდეს ყურადღების გადატანა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემებიდან. ცხადია, ეს არის  რუსი პოლიტიკოსების ინტერესებში, რომ არარსებულ  საფრთხეზე ისაუბრონ,“-აცხადებს ჯაფარიძე. 

„ლელოს“ გენერალური მდივნის თქმით, ფოკუსი უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღიურად ხდება იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების შელახვა. ამიტომ ჩვენ საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიწყოთ დეოკუპაციის პროცესი,“- აღნიშნა ჯაფარიძემ.

თეგები: ბადრი ჯაფარიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved