ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ირმა ინაშვილის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამების ბინძური კამპანია ბევრად მეტია, ვიდრე პარტიებსშორის წინასაარჩევნო ბრძოლა გამარჯვებისთვის!
საქართველოს მტრები ებრძვიან ჩვენს ოჯახებს, რწმენას, სამშობლოს! ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს, იდენტურობას, პატრიოტიზმს, სიკეთეს! ებრძვიან ყველგან! დაწყებული ამერიკიდან, დამთავრებული ილორის წმინდა გიორგის ტაძრამდე! ებრძვიან ღიად, დაუნდობლად, გამეტებით!
ეს ბოლო გაბრძოლებაა სიკეთესა და ბოროტებას შორის! ველოდი და მაინტერესებდა ვის შეუტევდნენ ჩვენი მტრები და “მოყვარედ ქცეული მტერყოფილები” ერთობლივად… ვინ გახდებობა მათი შავი PR-ის სამიზნე…
ახლა, ყველაფერი ნათელია!!! როგორც იტყოდა კეისარი, წილი ნაყარია!!! ეს რუბიკონია, ჩემო ქართველებო!!! ამის იქეთ საქართველო აღარ არის…”
კომენტარები