• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დამსხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის თითოეული დღე ახალი დანაშაულის წახალისებისა და ჩადენის დღეებად იქცა” – ლაშა დიაროვი

ალია ავტორი - ალია
00:06 08-24-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახლგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, სადაც ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარება გააპროტესტეს. ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის ლაშა დიაროვის განცხადებით „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანაში კრიმინალურუ ქმედებები გაიზარდა, ხოლო გამოძიებული დანაშაულების რაოდენობამ იკლო, ამის მიზეზად კი სამართალდამცავი სტრუქტურების არასწორ მუშაობას ასახელებს. მისი თქმით დღეს საქართველოში ქართველი ხალხი თავს დაცულად ვერ გრძნობს და მიაჩნია, რომ ოქტომბერში მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირება მოხდება, რაც ხელს შეუწყოებს ქვეყანაში კრიმინალის დონის შემცირებას

„სამწუხაროდ უკვე დღე აღარ გავა, რომ არ გავიგოთ რაიმე საზარელი დანაშაულის შესახებ. ეს იქნება მკვლელობები, გაუპატიურებები თუ ა.შ.  დამსხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის თითოეული დღე იქცა ახალი დანაშაულის წახალისებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის დღეებად. სამწუხაროდ ჩვენ უკვე IDF-ის ოფიციალური ციფრებიც ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“  მმართველობის პირობებში დღითიდღე იზრდება ძალმომრეობითი დანაშაულებების  რაოდენობა და კლებულობს გამოძიებული დანაშაულებების რაოდენობა. რეალურად სხვაობა არის 4 000-ზე მეტი- ჩადენილ დანაშაულებებსა და დაუსჯელ პირებს შორის არის სხვაობა. 41 ათასზე მეტი კრიმინალი დადის დღეს ქუჩაში და როგორ შეიძლება ამის შემდგომ დღეს ჩვენ ვიგრძნოთ თავი დაცულებად და ფაქტია, რომ არც ვართ დაცულები. ზოგ ადამიანს მანქანაში პოულობენ სამწუხაროდ გარდაცვლილს, ზოგიერთს საკუთარ კოტეჯში,ზოგიერთს მტკვარში და ა.შ. სამწუხაროდ დღეს საქართველოში საქართველოს მოქალაქეები თავს დაცულად არ გრძნობენ და ეს ყველაფერი არის  დამსხვრეული ოცნებების პარტიისა და  მათი მესვეურების დამსახურება. სამწუხაროდ მთავრობა პოლიციას და  სამართალდამცავ სტრუქტურებს იყენებს არასწორად, პოლიტიკური მიზნებისთვის. პოლიციელები დაგვდევენ ჩვენ- ახალგაზრდა აქტივისტებს, ოპოზიციის წევრებს, უთვალთვალებენ, აშანტაჟებენ და იჭერენ მათ. რეალურად კი  ის საქმე, რაც მათ უნდა გააკეთონ ამ საქმეს აღარ აკეთებენ. ოქტომბერში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მოვიდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფალი, რომელიც  სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირებას მოახდენს და  სამართალდამცავ ორგანოებს დაუბრუნებს მის რეალურ  ფუქნციას. ამის შემდგომ დარწმუნებული ვარ, რომ  კრიმინალის დონეც დაიწევს ქვეყანაში და დანაშაულებიც გამოძიებული იქნება“ – ლაშა დიაროვი

თეგები: ლაშა დიაროვისტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს
ახალი ამბები

რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს

08:00 12-17-2025
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved