• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას უყვება “ალიას” “ოცნების” მხარდამჭერი? – “ნიკა მელიამ იქირავა სახლი გლდანში, გადაიყვანა იქ 20-25 აქტივისტი და ველოდები ძალიან ბევრ პროვოკაციას“

ალია ავტორი - ალია
02:11 08-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41


„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი.

-„ოცნების“ მხარდამჭერები, დიდი ინტერესით ელოდით, მაჟორიტარ კანდიდატთა სიას, დასახელდნენ კანდიდატები – გაამართლა თქვენი მოლოდინი?

-მე ვერ დავიწყებ ლაპარაკს ისე, როგორც ზოგიერთი პარტიის სექტანტი მხარდამჭერები, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატთა 80 პროცენტი არის მისაღები. არიან ისეთებიც, რომლებიც ჩემნაირი ადამიანებისთთვის, არიან მიუღებელნი. თუმცა, დავეხმარები იმ კანდიდატებს, რომლებიც არიან ჩემთვის ახლობლები აზროვნებით და საქმით და ასევე დავეხმარები იმ კანდიდატებს, ვისზეც იქნება ყველაზე დიდი შეტევა, რადგან ნაცები უტევენ იმათ, ვისი შიშიც აქვთ და რომლებიც მუშაობენ კარგად.

-როგორ დაეხმარები? შენი ფუნქცია რა იქნება 2020 არჩევნებზე?

-ჩემი ფუნქცია იქნება – დაკვირვება. ჩემი ინფორმაციით, ნაცები ეცდებიან, რომ შეხვედრებისას მოაწყონ არეულობა, ჩხუბი, რათა საერთაშორისო საზოგადოებას ეჭვი გაუჩინონ, ვითომდა შეხვედრები მშვიდ ვითარებაში არ ტარდება – ყველა ასეთი შემთხვევის დროს, მე ვიქნები საქართველოს ნებისმიერ წერტილში, სადაც გადაწყვეტენ პროვოკაციას. თუმცაღა, ძირითადად მაინც თბილისის დეპუტატებზე ვარ გადმორთული.

-ეს იქნება, მაგალითად, გლდანი?

-არა მხოლოდ გლდანი… რაც შეეხება „ოცნების“ კანდიდატს, ლევან კობიაშვილი, თავისი საქმითაა გამორჩეული. მე არ შემხვედრია ადამიანი, ვინც კობიაშვილს ყურადღების გარეშე დაუტოვებია ან უკმაყოფილო. მას არ გაუჭირდება ნიკა მელიასნაირი ადამიანების უკან ჩამოტოვება.

-რას ნიშნავს – ნიკა მელიასნაირი? როგორი?

-ნიკა მელიასნაირი ნიშნავს იმას, რომ გლდანში არავინ იცნობს მელიას. გლდანის მოსახლეობისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია – თავის უბანში რატომ არ დადგა, თუ იცის რომ ხალხს უყვარს? მთაწმინდაზე დამდგარიყო, მაგრამ ძალიან კარგად იცის, რომ ვერ მოიგებს და აირჩია უბანი, რომელსაც საერთოდ არ იცნობს. ნიკა მელია წააგებს ამ არჩევნებს.

-მელიას გამართულ შეხვედრებზე საკმაოდ ბევრი ხალხი ჩანს…

-ნაცები ძალიან დიდხანს და ძალიან კარგად მუშაობდნენ ხალხის ფსიქიკაზე. გლდანის მოსახლეობა არის საკმაოდ დიდი. ის რაოდენობა, რასაც შეხვედრებზე ვხედავთ,  არის გლდანის მოსახლეობის  0,0001 პროცენტი. 250 000 ადამიანი ცხოვრობს გლდანში და 18 წელს ზემოთ ამომრჩეველთა რაოდენობა არის 177 ათასი. 177 ათასიდან თუნდაც 1000  ადამიანი რომ მიიყვანოს შეხვედრაზე, ამის რესურსიც არ გააჩნია ნიკა მელიას. მოსყიდვებითაც კი, ჩემი უბანია და ვიცი, როგორც მუშაობენ და რითიც აკეთებენ ამ შეხვედრებს…

-მოსყიდვებში რას გულისხმობ?

-მოსყიდვებში ვგულისხმობ, პირდაპირი გზით მოსყიდვას, ფულის ჩაჯიბვებს, ნიკა მელიამ იქირავა სახლი გლდანში, გადაიყვანა  იქ მოძრაობა „შეცვალეს“ 20-25 აქტივისტი  და ველოდები ძალიან ბევრ პროვოკაციას ამ ახალგაზრდების მხრიდან გლდანში წინასაარჩევნოდ.

-„ოცნებიდან“ პირდაპირ მოსყიდვაზე საუბრობენ ნაციონალებიც და „ტვ პირველზე“ სიუჟეტიც იყო, პომიდორი და კიტრი დარიგდა ქობულეთში ხელისუფლების სახელით.

-სანამ არჩევნები ოფიციალურად არ გამოცხადდება, ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ დაარქმევს ვერც ერთ ფაქტს მოსყიდვას – მოსყიდვებზე მხოლოდ მაშინ  შეიძლება სამართლებრივად საუბარი, როცა გამოცხადდება არჩევნების დღე და დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია.

-თუმცა, აგერ, თქვენ ისაუბრეთ, რომ მელიამ ხალხის მოსყიდვა დაიწყო, ისინიც ასევე ამბობენ…

-გასაგებია, ეს ნაცების ფორმაა, წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყონ მოსყიდვაზე საუბარი სამწუხაროდ, რახან ვერ ჩამოდიან საერთაშორისო დამკვირვებლები კორონის გამო, ეცდებიან, რომ ტელევიზიებით დაანახონ, თითქოს  ჩვენ ქვეყანაში რაღაცა ხდება არადემოკრატიულად, მაგრამ არ გამოუვათ, ძალიან დემოკრატიული არჩევნები გელოდება წინ და საერთაშორისო საზოგადოებაც ანალოგიურ განცხადებას გააკეთებს. მე მიხარია, რომ ვარ იმ პარტიის მხარდამჭერი, რომელიც უპრეცედენტო შედეგს დადებს, 2 არჩევნების მერე მესამე არჩევნების მოგება, ძალიან რთულია, „ქართული ოცნება“ ყველას დაანახებს, რომ მან ამ 8 წლის მანძილზე ხალხის ნდობა შეინარჩუნა.

-რას ელოდები „ოცნების“ პარტიული სიიდან?

-„ოცნების“ სიაში ველოდები ახალ სახეებს, ველოდები, რომ სიაში იქნებიან გამგებლები, რომლებმაც არამარტო კარანტინის დროს, არამედ, ზოგადად ყველაზე მეტი საქმე გააკეთეს თავიანთ უბნებში – მაგალითად, გლდანის გამგებელს ბექა მიქაუტაძეს, მთაწმინდის გამგებელს დავით კირკიტაძეს. ასევე ველოდები ანალიტიკოსებს სიაში, რომლებიც პოლიტიკაში იქნებიან ახალი სახეები, მაგრამ მათ კარგად იცნობს საზოგადოება – ველოდები გია აბაშიძეს სიაში, ირაკლი ლატარიას – საუბარია ამ ადამიანებზე და ვნახოთ.

-მარიამ კუბლაშვილზეც იყო საუბარი.

-მარიამ კუბლაშვილს, გითხრა სიმართლე, სერიოზულად არ აღვიქვამ პოლიტიკისთვის. რატომ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ სიაში ასეთი სკანდალური საქმეების ადვოკატი, რომელ საქმეებშიც უამრავი კითხვაა დატოვებული დღემდე.

-ძველ სახეებს რას უჩივით?

-არა, არაფერს ვუჩივი. უბრალოდ მათგანვე ვიცი, რომ ამ ადამიანებს აღარ უნდათ პოლიტიკაში ყოფნა. ძალიან ბევრ ძველ სახეს შესთავაზეს და უარი უთხრა. მაგალითად, ირაკლი აბუსერიძე თვლის, რომ ახალმა სახეებმა უნდა დაიკავონ ადგილები. რეალურად დეპუტატები 8 წელიწადში და ზოგიც 4 წელიწადში მართლაც დაიღალნენ, გადაიღალნენ საქმის კეთებით და ნორმალურია, რომ დასვენება უნდოდეთ.

-რას ელოდები ამ არჩევნებიდან?

-ამ არჩევნებიდან ველოდები „ქართული ოცნების“ 55-60 პროცენტს და ველოდები ძალიან ბევრ მეორე ტურს, რაც, უნდა ვთქვა, რომ იქნება დემოკრატიის თვალსაჩინო მაგალითი. სადაც დემოკრატიაა, იქ მეორე ტური ნორმალური ამბავია. მეორე ტური იმიტომ კი არ იქნება, რომ ნაცები არიან ძლიერ კონკურენტები, უბრალოდ, ძალიან ბევრი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი. დამოუკიდებელი კანდიდატებიც წაიღებენ რაღაც პროცენტს და ეს იქნება მთლიანად ოცნების ხმები, ასევე ირმა ინაშვილის კანდიდატებიც წაიღებენ „ოცნების“ ამომრჩეველთა ხმების რაღაც პროცენტს და გადანაწილდება ხმები. მრავალპარტიული პარლამენტი ყველა კუთხით გვექნება, 2-3 პროცენტს რომ აიღებს პარტია, უკვე შეიყვანს 2 ადამიანს, მაგალითად „ლელოდან“ 2 ადამიანი შევა, ალბათ, პარლამენტში. მრავალპარტიული ნამდვილად იქნება, მაგრამ ფრაქციის შექმნა „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ყველას გაუჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციას, ველოდები, რომ ევრონაცები მეტ ხმებს აიღებენ ჩემი დაკვირვებით, ვიდრე ნაცები. ვინც ნაცებში იყო სულისჩამდგმელი აზროვნებით თუ საქმით – ბოკერია, უგულავა, ბაქრაძე – ყველამ გადაინაცვლა ევრონაცებში, ისინი ბევრად უფრო ცნობადები არიან, ვიდრე ნაცებში დარჩენილი ადამიანები. მით უმეტეს, როცა რურუა დაჭერილია, ნაცმოძრაობას ძალიან გაუჭირდება, ამ პირობებში ხმების მოგროვება.

-ვის მისცემ ხმას „ქართულ ოცნებას“ თუ ბიძინა ივანიშვილს?

-მე პირადად ხმას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, რადგან მის საქმეს ვხედავ, მე კორონას ეპიდემიის დროს დავინახე ძალიან მაგარი გახარია, აღმოჩნდა ძალიან მაგარი კრიზის მენეჯერი. ივანიშვილი, ერთი ადამიანი, ძალიან კარგია და ყველამ მას მივეცით ხმა 2012 წელს, მაგრამ ახლა არ არის 2012 წელი და 8 წელი რომ არაფერი გაეკეთებინათ, მხოლოდ ივანიშვილის ავტორიტეტი ვერ გაქაჩავდა ხო, ამდენ არჩევნებზე. აქედან გამომდინარე, მე ვაძლევ ხმას ქართულ ოცნებას. თუმცა, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის გარეშე გუნდს გაუჭირდება, როგორც, მაგალითად, მასწავლებლის გარეშე დარჩენილ კლასს.

-ოცნების მხარდამჭერები არჩევნებსა და არჩევნებს შორის, საუბრობენ იმაზე, რომ 8 წლის მანძილზე სამართლიანობა ვერ აღდგა და „ოცნებამ“ დაპირება ვერ შეასრულა. იმასაც ამბობენ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ მისცემენ შანსს, თუმცა, აძლევენ ისევ ამ შანსს – რატომ?

-იმ ცხრა წლის მანძილზე გამწარებულმა ადამიანებმა  ყველაფერი გავაკეთეთ და სიცოცხლეც გავწირეთ რომ ნაცმოძრაობა აღარ ყოფილიყო.  ნებისმიერი გეტყვით, რომ ოცნებასთან საუბარი შეიძლება  და პოლიტიკურ ძალასთან კი, რომელიც თავად ახორციელებდა ძალადობას, საუბარი ძალიან სასაცილოა. ტრაგედიები რომლებიც ახლა ხდება ჩვენ ქვეყანაში, არ ხდება ხელისუფლების მხრიდან, ხელისუფლება არ არის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც კლავს. ჩვენ მთელი ცხრა წელი გვყავდა ხელისუფლება, რომელიც კლავდა და ამ ხელისუფლების მობრუნებას, ვერ დავუშვებთ. თუმცაღა პრობლემები არის, ამის თქმას არ გავურბივართ და ამ პრობლემების მოგვარებას ველოდებით. მთელი 8 წლის მანძილზე ველოდებით, რადგან ვიცით, 2 დღეში ვერ გამოსწორდება ის, რაც სააკაშვილის რეჟიმმა დაანგრია. ჩვენ თმენის ვალდებულებაც მეტი გვაქვს, რადგან ჩვენი მიზანი იყო დემოკრატია და დემოკრატია გვაქვს.  მეტიც, მეც კი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის, ხანდახან, მაწუხებს ის, რომ ამ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას იყენებენ ის ადამიანები, რომლებსაც ამის მორალური უფლება არ გააჩნია, სამართლიანობის აღდგენაზე ილაპარაკოს იმ ადამიანებმა, ვისაც მართლა აქვს სალაპარაკო და არა ბოკერიამ უგულავამ და სხვებმა.

-თუ არ მოხდა, ბოლო ორი გახმაურებული საქმის გამოძიების სწრაფი წინსვლა – ელოდებით თუ არა სექტემბერ-ოქტომბერში აქციებს?

-შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმე, ხო? ბაჩალიაშვილის საქმიდან ველოდებით აქციებს, თუნდაც მოხდეს საქმის წინსვლა, მაინც ველოდები აქციებს, რადგან მე უფრო მეტი კითხვა მაქვს ოჯახთან, ვიდრე ამ შემთხვევაში გამოძიებასთან  და გამოძიებამ უნდა დაუსვას ეს კითხვები ოჯახს, როგორი რთული და მიუღებელიც არ უნდა იყოს რაღაცა კატეგორიის ადამიანებისთვის. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ველოდები, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე აქციები იქნება – უკვე ჩანს, რომ კონკრეტული პარტიები ცდილობენ, ეს ადამიანები ჩაითრიონ პოლიტიკაში, პოლიტიკურ განცხადებებს ვხედავთ შვილმკვდარი მამისგან, რაც ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, მისთვის შვილი არ მოუკლავს ქვეყანას, არ მოუკლავს, კონკრეტულ მაღალჩინოსანს და შედარებები სანდრო გირგვლიანთან არის ამორალური. შაქარაშვილის ოჯახი სრულ ნდობას უცხადებს გამოძიებას და მე მგონია, რომ სწრაფად გაიხსენება ეს საქმე – ოჯახიც ასე ფიქრობს.

-კი, თუმცა, არ ვიცით, რას იზამს შაქარაშვილის ოჯახი გამოძიების კონკრეტულ  ეტაპზე და ეს ნდობა გაჰყვება თუ არა ბოლომდე. რაც შეეხება ბაჩალიაშვილს, თუ მართლა გგონიათ, რომ რამე კითხვა არსებობს ბაჩალიაშვილის ოჯახთან და ამ კითხვას გამოძიება არ სვამს, ვერ სვამს – ესე იგი გამოძიება არ ვარგა.

-ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც კრიმინალური საქმეებიც კი არის პოლიტიკურად ანგაჟირებულია. გამოძიება მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდება საქმეს და სანამ იძულებული არ გახადა ოჯახმა, რომ გამოექვეყნებინა მამის საქციელების შესახებ ინფორმაცია, სადაც საუბარია მამის მიერ ოჯახის ძალადობაზე, მანამდე არ გამოუქვეყნებია.  თანამოზიარე ვარ დედის და ძალიან მეცოდება ეს ქალბატონი, მაგრამ პირველ რიგში მეცოდება გოგო, რომლის გარდაცვალებითაც მამა ფიქრობს, რომ სარგებელი იპოვნოს.

-იმ ცხრა წლის მანძილზე, გაუხსნელი საქმეები როცა იყო, თუნდაც არ ყოფილიყო პირდაპირი გზით ჩართული სახელმწიფო, ეს საქმეები მაინც ხდებოდა პოლიტიზირებულია, მოდიოდნენ „ალიაში“ და ითხოვნენ სამართალს, ითხოვნენ ხელისუფლების შეცვლას შვილმკვდარი ოჯახები, მამები, დედები და“ ალია“ ამაზე წერდა – არავის უკვირდა. სახელმწიფოს ვავალდებულებდით საქმის გამოძიებას და ასეა ახლაც. ჩვენ ვიცით ოჯახები, რომელთა შვილებიც დაიღუპნენ და ამ ოჯახებში ზოგან მამა იყო ნარკომანი, ზოგი შეიძლება ცოლს სცემდა, თუმცა, არავის უკადრებია არასოდეს იმის თქმა, რომ იცი რა, ამ ოჯახში რომ დალაგებული სიტუაცია არ იყო, ბავშვის სიცოცხლე ამან შეიწირაო. ვერ გაზარდეს და აი, მოკვდა, მოკლესო – ყოველთვის პასუხის ვთხოვდით სახელმწიფოს, მთელი ცხრა წლის მანძილზე ასე იყო.

-ვერ დაგეთანხმებით, იკადრეს ძალიან ბევრი უკადრებელი, არც ერთი საქმე რომელიც არ ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა, არ გამხდარა პოლიტიკურად ანგაჟირებული, თვითონ ქვეყანა, სახელმწიფო კლავდა და სტრასბურგის არაერთი განაჩენი არსებობს ამის დასამტკიცებლად. გირგვლიანის შედარება შაქარაშვილთან – კონკრეტული მაღალჩინოსნის დავალებით მოკლული პირი შეადარო შაქარაშვილის მკვლელობას, სადაც ბიჭებმა მოკლეს ბავშვი – არის ამორალურობა. აქვე ვიტყვი, რომ ნაცები ცდილობენ ასე წარმოაჩინონ და არა ოჯახი.

-გასაგებია, შაქარაშვილის საქმეს არ ვადარებ, რადგან, სასამართლომდე სანამ არ მივალთ, საბოლოოდ ვერ დავამტკიცებთ იმას, რომ შაქარაშვილის საქმე გაყალბდა, მაგრამ ჩემთვის იდენტურია ხორავას საქმე – რადგან იგი გააყალბა სახელმწიფომ. სისტემური დანაშაულია ჩემთვის ხორავას საქმე, რადგან მის გაყალბებაში იყო ჩართული სახელმწიფოს ყველა ძალოვანი რგოლი.

-ვიცი, საითაც მიგყავს და გეტყვი, ამ ხელისუფლებას და იმ ხელისუფლებას შორის განსხვავება ისაა, რომ ის ხელისუფლება კლავდა, აყალბებდა, კერავდა და დღემდე არ აღიარებენ. ეს ხელისუფლება შეცდომებს აღიარებს და მათთან ლაპარაკი შეიძლება. ჩვენ, იმ ცხრა წელში, როცა  სამართალს ვითხოვდით – გვიჭერდნენ და გვკლავდნენ. სტრასბურგმა დადო უპრეცედენტოდ ბევრი განაჩენი – ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ წააგო საქმეები. როცა მელაპარაკებით იმაზე, რომ გიგა ბოკერია უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომელიც დაკითხულიც კი არაა მოლაშვილის საქმეზე, მე ამაზე მაქვს პრეტენზია. მე მაქვს კითხვები.

-გიპასუხებთ შოთაძე ოდესმე მაგ კითხვებზე?

-თქვენ კარგად ნახეთ, პარლამენტშიც დავუსვი კითხვა შოთაძეს, რატომ არ არის ბოკერია დაკითხულითქო. გიგა ბოკერიასაც დავუსვი იგივე კითხვა. როდესაც ხდებოდა სისტემური დანაშაული, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული – გამომძიებელი, მოსამართლე პროკურორი და რა თქმა უნდა, მათ ისე შეკერეს საქმეები, რომ გამოძიება დღეს უკვე გახდა ურთულესი. გამოიძიო საქმე, რომელიც ეხება მაგალითად, გია კრიალაშვილს, არის ურთულესი.

-მით უმეტეს, თუ იგივე ადამიანს დაავალებ მის გამოძიებას, ვინც შეკერა.

-დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ასეთი მარტივი არ არის გაუშვა სამსახურიდან პროკურორი. 

-არა, მაგრამ შეგიძლია არ მოხსნა, დანაშაული დაუმტკიცო და დაიჭირო.

-კი, მაგრამ როგორ უნდა დაუმტკიცო, როცა ამდენი ადამიანის მიერაა საქმე შეკერილი? ძაან კარგად იცით, ლია კრიალაშვილთან როგორი ურთიერთობა მაქვს, ჩემი ოჯახის წევრები არიან ფაქტიურად, დღემდე ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას და ყოველთვის მოვითხოვ, მაგრამ ეს არის ურთულესი, გამოიძიო საქმე, როცა ყველა კუთხით იყო სახელმწიფო დამნაშავე და ყველა კუთხით აყალბებდა.

თამო კეშელავა, ალია №28

თეგები: ლიკა გამრეკელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved