აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს შეხვდებიან.
“მივდივართ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებთან სასაუბროდ. დღეს ასევე გვექნება ევროკომისიის მიმდებარედ აქცია-პერფორმანსი”, – წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე და ფოტოს აქვეყნებს.
დაკავებულების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საქართველოს 56 ქალაქი და რაიონი შემოიარეს, ჩაიტანეს წერილები, გაზეთი “თავისუფლების ხმა” ციხიდან.
თეონა ჭალიძის თქმით, დღეს კი მათ თავისუფლების ხმა ციხიდან ჩაიტანეს ბრიუსელში. მათ დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა შეხვედრები პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან, ასევე გამართავენ რამდენიმე აქციას და გააგონებენ თავიანთ ხმას ევროპის ფართო საზოგადოებას.











კომენტარები