ელისო კილაძე განაჩენს ელოდება – “ქრონიკა პლიუსის” დამფუძნებელის საქმის განიხლვა დასრულებულია. სასამართლო გადაწყვტილებას დღეს გამოაცხადებს. სხდომა საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.
წინასწარი ინფორმაციით, პროცესი არ დაიხურება.
ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე – ელისო კილაძეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას – ფულის გათეთრებას ედავებიან.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას – ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.











კომენტარები