• რეკლამა
  • კონტაქტი
01:12, სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რა დაემართებოდა საქართველოს იმაზე უარესი, რაც დაემართა, სააკაშვილის ხელისუფლებას ლუსტრაციის კანონი რომ მიეღო?” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
00:54 11-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

,,კარგი ხელოვანი სულაც არ ნიშნავს კარგ მოქალაქეს. შეიძლება იყო შესანიშნავი მწერალი, პოეტი, მხატვარი, მომღერალი, მუსიკოსი, მსახიობი ან რეჟისორი, მაგრამ სრულიად უვარგისი მოქალაქე. ისევე, როგორც შეიძლება იყო განათლებული მღვდელი, ზეპირად იცოდე სახარება და არც კარგი ქრისტიანი იყო და მით უფრო – კარგი მოქალაქე.
ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი უბედურება, ამას წლებია ვიმეორებ, ის არის, რომ აქ მოსახლეობა ბევრად ჭარბობს მოქალაქეებს. ხოლო მოქალაქეობაზე პრეტენზიის მქონეთა დიდი ნაწილი ამპარტავანი, ქედმაღალი, სნობიზმისკენ მიდრეკილი გოიმია.
ეს რაზე გამახსენდა, იცით? დღეს ერთმა მეგობარმა მომწერა: ამა და ამ მწერლის ესა და ეს ნაწარმოები წაკითხული გაქვსო? არაფერს ვკითხულობ მაგისას-მეთქი. გაუკვირდა. რატომო? მარტივი მიზეზის გამო: მაგალითად, როდესაც მწერალი ილიაზე, მის სიდიადეზე, მოქალაქეობრივ და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე ლექციებს მიკითხავს, თავად კი ამ ღირებულებების ნატამალი არ გააჩნია, ჩემთვის ყალბი ტიპია. შეიძლება კარგადაც წერდეს, მაგრამ მისი სიტყვების უკან ადამიანს ვეღარ ვხედავ. ასევე, სასულიერო პირი, რომელმაც სახარება ზეპირად იცის, მაგრამ უფლის სახლში მენტალური საროსკიპო აქვს მოწყობილი, თავისი განათლებით ვერ მომხიბლავს. მაგის განათლება რა თავში ვიხალო?
და მაინც, წლები გადის და სულ უფრო ვრწმუნდები, რამდენად მართალი ვიყავი, როდესაც ვამბობდი: რა უნდა ექნათ ზვიად გამსახურდიასთვის იმაზე უარესი, რაც გაუკეთეს, თუნდაც კგბ-ის არქივები, რაც აქ იყო, გაეხსნა? ან რა დაემართებოდა საქართველოს იმაზე უარესი, რაც დაემართა, სააკაშვილის ხელისუფლებას ლუსტრაციის კანონი რომ მიეღო?
„პატარა ერი ვართ“, – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არგუმენტი.
არადა, სწორედ პატარა ერს სჭირდება ასეთი სიმართლის ცოდნა. იმისთვის, რომ გველი არ შემოგიძვრეს უბეში. იმისთვის, რომ მამაშენის დამსმენთან მხოლოდ იმიტომ არ გატეხო პური, რომ წარმოდგენა არ გაქვს, ვინ გიზის სუფრასთან. შეგნებულადაც შეგიძლია გაუყო პური. ეს უკვე შენი არჩევანია. მაგრამ უნდა იცოდე, ვინ არის ადამიანი, რომელსაც შენი თეფშიდან ჭამის უფლებას აძლევ.
ლუსტრაცია შურისძიება არ არის. ეს არის საზოგადოების უფლება, იცოდეს სიმართლე იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მის ზნეობრივ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორიენტირებს განსაზღვრავენ. ცხადია, ეს უნდა ხდებოდეს მტკიცებულებებით, კანონითა და უდანაშაულო ადამიანების დაცვის გარანტიებით და არა ჭორებითა და ანგარიშსწორებით.
ჩვენ კი ხშირად სწორედ საპირისპიროდ ვიქცევით: ადამიანის ნიჭს მის ზნეობრივ გამართლებად ვაცხადებთ, განათლებას – კეთილსინდისიერების გარანტიად, ცნობადობას – მოქალაქეობრივ ავტორიტეტად.
და მერე გვიკვირს, რატომ გვასწავლიან პატრიოტიზმს ადამიანები, რომელთათვისაც სახელმწიფო მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის საშუალებაა.
და კიდევ ერთი: ყველას თავისი პოლიტიკური გზა აქვს, საკუთარი შეხედულებები და არჩევანი. მაგრამ გუშინდელმა „ფრი პალესტინამ“ მაინც ყველაფერს აჯობა. თუმცა ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა.“

თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის
ახალი ამბები

რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის

15:29 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved