ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,კატასტროფული მასშტაბის კორუფცია – მეტროს ვაგონების რემონტის და მოდერნიზაციისთვის 2017–24 წლებში გამოცხადებული 27 ტენდერიდან, რომლის ღირებულება ჯამური ღირებულება იყო 145 მილიონი ლარი, 41 მილიონი მოიპარეს.
პროკურატურამ სარემონტო ქარხნის დირექტორი, ტექნიკური დირექტორი, და საწარმოს მფლობელი დააკავა. ანუ, ამ ხალხმა გამოძიების ვერსიით, მეტროს ვაგონების რემონტისთვის მაკომპლექტებელი დეტალების შესაძენად გამოყოფილი თანხიდან 41 მილიონი მოიპარეს.
რაღაცეები გააყალბეს, ფასი სამჯერ გაზარდეს და მოიპარეს. მერია მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერაფერს ვერ ხვდებოდა? პროკურატურა წერს, რომ გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
როდის მიმართეს? 7 წელი რატომ მოაგებინეს 27 ტენდერი? ანუ ვიღაც ტექნიკური დირექტორი და ქარხნის დირექტორი წლები რაღაცეებს აყალბებდნენ,, მილიონებს იპარავდნენ და 2026 წელს აღმოაჩინეს ამბავი? ანუ კალაძე სულაც არ არის კორუმპირებული ხო?“











კომენტარები