• რეკლამა
  • კონტაქტი
21:04, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურა ღარიბაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
20:40 11-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

საქართველოს პროკურატურა ღარიბაშვილის საქმეზე ომბუდსმენის აპარატიდან შესულ წერილს ეხმაურება:

„საქართველოს პროკურატურაში, სახალხო დამცველის აპარატიდან, 2026 წლის 11 ნოემბერს შემოვიდა წერილი, რომელიც მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეეხებოდა.

აღნიშნულ წერილს თან ერთვოდა ელექტრონული ბმულები, რომელთაგან ერთი შეეხებოდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის – იოსებ ბარათაშვილის მიერ 2 ნოემბერს მედიასთან გაკეთებულ კომენტარს, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხოლო მეორე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 9 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, რომელსაც ის მიიჩნევდა არაკანონიერად.

ვინაიდან, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია და ზემოაღნიშნულ წერილში მითითებულ ელექტრონულ ბმულებში მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი და არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, დღეს, 16 ნოემბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, შეხვდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს, გასაუბრებისა და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაში მითითებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, თუმცა მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია“

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის
ახალი ამბები

რატომ არის მინა და რკინა იდეალური არჩევანი ბავშვებიანი სახლისთვის

15:29 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved