• რეკლამა
  • კონტაქტი
17:06, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – შეხვდა თუ არა ამირხანაშვილი “კაწროს” და იყო თუ არა დასვენებული ცხედარი მანქანაში?

ალია ავტორი - ალია
21:46 07-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება – “მთავარი არხი” ახალ, სკანდალურ კადრებს ასაჯაროვებს.

“მთავარის” მტკიცებით, კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე “კაწრომდე” მიდის.

მრავალტომიანი საქმის ერთ ერთ მტკიცებულებებს შორის არის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც სავარაუდოდ სწორედ “კაწრო” ჩანს, რომელიც ამირხანაშვილთან დიდუბის სადგურში მას შემდეგ მივიდა, რაც ამირხანაშვილი იქ მცხეთიდან მომავალმა მანქანამ დატოვა.

ვიდეოკადრებში, რომლებიც იმავე ადგილზეა გადაღებული, სადაც მოძალადეებმა თბილისში გურამ ამირხანაშვილი დატოვეს, აშკარად ჩანს მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის, ამირხანაშვილს ხვდება და მასთან დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში საუბრობს.

გარდა ამისა, არხის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს მესამე მანქანაც, მიკროავტობუსის ტიპის, სადაც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ის წყალში აღმოჩნდებოდა, იყო დასვენებული.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ინფორმაცია ამის შესახებ სანდო წყაროებიდან არის, თუმცა მტკიცებით ფორმაში რამის თქმა შეუძლებელია.

მისივე თქმით, სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი არის თუ არა “კაწრო” ის პირი, რომელიც მიკროავტობუსიდან გადმოდის. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდას ხელში ტელეფონი უჭირავს, შესაბამისად ანძების საშუალებით მარტივი დასადგენია, იყო თუ არა იმ ღამეს ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო დიდუბეში და შეხვდა თუ არა ის გური ამირხანაშვილს.

წყარო: “მთავარი არხი”

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/722103601859421/

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved