“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, რომელსაც მედია, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო წრეზე დაყრდნობით ავრცელებს, ირაკლი ღარიბაშვილს “ქართული ოცნების” მმართველი რგოლი, შუამავლის საშუალებით დაუკავშირდა.შუამავალი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაურია. ეს ის დროა, როდესაც ღარიბაშვილმა უკვე იცის, რომ მასზე ნადირობენ და დაჭერას უპირებენ. ერთ-ერთი ვერსიით, გომელაური ღარიბაშვილს გადასცემს დანაბარებს, რომ თუ შვიდ მილიონს მიიტანს, პატიმრობას გადაურჩება. ექსპრემიერი ფულის მობილიზებას იწყებს და შუამავალს ატყობინებს, რომ მზად არის, თუმცა ფულის წასაღებად სანდო კაცის ნაცვლად, მოსაშვილის 10 ნომერში სუს-ის სპეცრაზმი შედის. ეს ვერსია ემთხვევა იმ მინიშნებებს, რომელზეც ჯერ ღარიბაშვილი წერდა, შემდეგ კი მისი ცოლის ძმა აკონკრეტებდა.
ამ თემაზე ლექსო თამაზაშვილისგან არც დასტური არსებობს, მაგრამ არც უარყოფა, რაც სავარაუდოდ, შეიძლება ნიშნავდეს იმად, რომ, ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ ფულის შეგროვების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს, როცა ამბობს, რომ “არაკაცურად მოექცნენ”.
ვახტანგ გომელაური მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. შესაბამისად, უცნობია, სად წავიდა ის 7 მილიონი, რომელსაც “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ღარიბაშვილმა თავი მოუყარა?
ფულიც წაიღეს და მაინც დაიჭირეს, თუ კიდევ სხვა რამ მოხდა, ამ პერიოდში?
იქნებ, თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული, ფულიც თავისი ხელით ჩაელაგებინა და ციხეშიც ჩაესვათ?
ოფიციალურად, ირაკლი ღარიბაშვილის ჩხრეკისა და სუს-ში მოწყობილი საგანგებო ბრიფინგების ავტორი, უსაფრთხოების სამსახურის შეფად ახლად დანიშნული მამუკა მდინარაძე იყო.
ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ფულის გარდა ღარიბაშვილის სახლიდან სხვა ძვირაფასი ნივთები არ ამოუღიათ.
სად არის ძვირფასეულობა? ძვირადღირებული აქსესუარები ხელნაკეთი ციფერბლატებით, ალიგატორის ტყავის სამაჯურებითა და ოქროზე გრავირებული პორტოფინოს ნავსადგურებით, ჯამში ნახევარი მილიონის ღირებულებისაა. თითოეულის ფასი 18 ათასიდან იწყება და 300 ათასს აღწევს. ეს რაც დავინახეთ და საჯაროდ გამოაჩინა, რადგან დეკლარაციებში ღარიბაშვილს, ამ ქონების შესახებ არასდროს არაფერი ჩაუწერია.
ერთ ერთი ვერსიით, როდესაც ღარიბაშვილი მიხვდა, რომ შესაძლოა, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ, ფასიანი ნივთების ნაწილი ქვეყნიდან გაიტანა.
წყარო – ტვ პირველი











კომენტარები