• რეკლამა
  • კონტაქტი
22:16, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7 მილიონის და გომელაურის კვალი ღარიბაშვილის საქმეში – მედია

ალია ავტორი - ალია
21:08 09-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
252

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, რომელსაც მედია, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო წრეზე დაყრდნობით ავრცელებს, ირაკლი ღარიბაშვილს “ქართული ოცნების” მმართველი რგოლი, შუამავლის საშუალებით დაუკავშირდა.შუამავალი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაურია. ეს ის დროა, როდესაც ღარიბაშვილმა უკვე იცის, რომ მასზე ნადირობენ და დაჭერას უპირებენ. ერთ-ერთი ვერსიით, გომელაური ღარიბაშვილს გადასცემს დანაბარებს, რომ თუ შვიდ მილიონს მიიტანს,  პატიმრობას გადაურჩება. ექსპრემიერი ფულის მობილიზებას იწყებს და შუამავალს ატყობინებს, რომ მზად არის, თუმცა ფულის წასაღებად სანდო კაცის ნაცვლად, მოსაშვილის 10 ნომერში სუს-ის სპეცრაზმი შედის. ეს ვერსია ემთხვევა იმ მინიშნებებს, რომელზეც ჯერ ღარიბაშვილი წერდა, შემდეგ კი მისი ცოლის ძმა აკონკრეტებდა.

ამ თემაზე ლექსო თამაზაშვილისგან არც დასტური არსებობს, მაგრამ არც უარყოფა, რაც სავარაუდოდ, შეიძლება ნიშნავდეს იმად, რომ, ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ ფულის შეგროვების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს, როცა ამბობს, რომ “არაკაცურად მოექცნენ”.

ვახტანგ გომელაური მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. შესაბამისად, უცნობია, სად წავიდა ის 7 მილიონი, რომელსაც “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ღარიბაშვილმა თავი მოუყარა? 

ფულიც წაიღეს და მაინც დაიჭირეს, თუ კიდევ სხვა რამ მოხდა, ამ პერიოდში? 

იქნებ, თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული, ფულიც თავისი ხელით ჩაელაგებინა და ციხეშიც ჩაესვათ?

ოფიციალურად, ირაკლი ღარიბაშვილის ჩხრეკისა და სუს-ში მოწყობილი საგანგებო ბრიფინგების ავტორი, უსაფრთხოების სამსახურის შეფად ახლად დანიშნული მამუკა მდინარაძე იყო. 

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ფულის გარდა ღარიბაშვილის სახლიდან სხვა ძვირაფასი ნივთები არ ამოუღიათ.

სად არის ძვირფასეულობა? ძვირადღირებული აქსესუარები ხელნაკეთი ციფერბლატებით, ალიგატორის ტყავის სამაჯურებითა და ოქროზე გრავირებული პორტოფინოს ნავსადგურებით, ჯამში ნახევარი მილიონის ღირებულებისაა. თითოეულის ფასი 18 ათასიდან იწყება და 300 ათასს აღწევს. ეს რაც დავინახეთ და საჯაროდ გამოაჩინა, რადგან დეკლარაციებში ღარიბაშვილს, ამ ქონების შესახებ არასდროს არაფერი ჩაუწერია.

ერთ ერთი ვერსიით, როდესაც ღარიბაშვილი მიხვდა, რომ შესაძლოა, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ, ფასიანი ნივთების ნაწილი ქვეყნიდან გაიტანა.

წყარო – ტვ პირველი

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved