თხპ-ს ლიდერი, იაგო ხვიჩია, ფორმულასთან ამბობს, რომ შეხვედრა ივანიშვილთან შედგა 2025 წლის დეკემბერში და მას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, თუმცა, ღარიბაშვილი პრემიერობიდან გადადგა 2024 წლის იანვარში.
მას შემდეგ, რაც პარლამენტში შევედით, ჩვენი ისეთი, რაღაცნაირი დაჟინებული ინიციატივა იყო, რომ დაგვეწყო [შეხვედრები] ბიძინა ივანიშვილთან. მოგეხსენებათ, ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ პარლამენტში სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია გვქონდა. აი, კვირაში ერთხელ თუ თვეში ერთხელ – მე მაინც ვამბობდი, ძირითადად მამუკა მდინარაძესთან, ხანდახან ირაკლი კობახიძესთან: მე ვეუბნებოდი, რომ მაინტერესებს ქვეყნის მმართველი. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ხალხმა პარლამენტში აირჩია, და ძალიან მინდა იმ კაცის გაცნობა, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია.
ერთ მშვენიერ დღეს, მაშინ, როცა არჩევნები დამთავრებული იყო – ანუ ქვეყანაში ცოტა ისეთი, „ქართული ოცნებისთვის“ რთული სიტუაცია აღარ იყი იყო, ეს არის 2025 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი, 2025 წლის დეკემბერი.
მამუკა მდინარაძემ დარეკა და თქვა, რომ შეხვედრა გამოვა. მე ეს ძალიან გამიხარდა, ოფისში ყველას გაუხარდა, პოლიტიკოსებს., სანდრომ მთხოვა, რომ: «იქნება გამოვიდეს, რომ მეც გავეცნო ეს კაცი». შესაბამისად, ასე შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა არ იქნებოდა მხოლოდ ჩემი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის — მე და სანდრო რაქვიაშვილი შევხვდით.
შეხვედრას ესწრებოდა ჩვენთან ერთად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე. შეხვედრა შედგა ბიძინა ივანიშვილის სახლში.
შეხვედრა მიდიოდა დაახლოებით საათზე მეტხანს. შეხვედრამ ჩაიარა მშვიდ, პატივისცემით, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ: ვისაუბრეთ როგორც ქვეყნის შიდა სიტუაციაზე, ოპოზიციის და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ვისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ ქვეყანას გააჩნია ზოგადად.
ამ შეხვედრამ გაცნობითი ხასიათის შინაარსი შეიძინა.
ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მარტო ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ინტერესი კი არ გვქონია, ჩვენ შევხვდით მიხეილ სააკაშვილსაც იმ ვადაში, როდესაც პარლამენტში ვიყავით. ჩვენ… რამდენჯერმე ვარ, მაგალითად, გახარიასთან სახლში ნამყოფი შეხვედრაზე, „ლელოსთან“ ბევრჯერ ვარ ნამყოფი შეხვედრაზე. არცერთი ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებისთვის არ ყოფილა საჯაროდ ცნობილი, იმიტომ რომ ეს შეხვედრები არ მთავრდებოდა რამე ისეთი კონკრეტული შედეგით, რომლითაც ჩვენ აუცილებლად ჩავთვლიდით, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებასთან უნდა გველაპარაკა. იმიტომ რომ ჩვენ კიდევ გვინდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან.
მე საერთოდ არ მინდა, რომ ვინმემ ჩემთან ილაპარაკოს და მე წინ დავახვედრო.
თუ შეთანხმებაც გამოვა, ცხადია, რომ ჩვენ ამის შესახებ კვლავაც არასოდეს დავუმალავთ ჩვენს მხარდამჭერებს და ზოგადად საზოგადოებას. მაგრამ მე მგონია, რომ ცოტა უაზრო დისკუსია წამოიწყო იმან, რომ: «რატომ ხვდებით თქვენ ვიღაცას?» ან «თუ თქვენ ვიღაცას ხვდებით, ესე იგი გადაბირებას აპირებს, ვიღაცამ ახლა გადაგაბირათ»… შეგახსენებთ იმ ისტორიას, როგორ დაიწყო ეს. სკანდალი…
არც გამჟავნდებოფა, მაგრამ ჟურნალისტმა სანდროს პირდაპირ კითხა და თქვა, რომ ეთქვა არ შევხვედრივარო, – არც არაფერი. დედაჩემმაც კი ტელევიზიიდან გაიგო ეს შეხვედრა. ჩემი ოჯახის წევრებიდან ჩემმა ძმამ და მამაჩემმა იცოდა მარტო. და ჩვენი სამდივნოს წევრთა დიდ ნაწილს ცოტათი გული ტკივა იმის გამო, რომ, მაგალითად, მათაც კი არ იცოდნენ, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენგან არ გასულიყო ამ შეხვედრის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაცია. არა იმიტომ, რომ რამეს ვმალავდით – დასამალი არაფერია – არამედ ვინაიდან ასე წავიდა, ვინაიდან ჩვენ კიდევ გვინდა შევხვდეთ, კიდევ გვინდა ეს გავაგრძელოთ… საერთოდ არ მინდა, რომ რამე ისეთი ვთქვა ან ისეთ რაღაცაზე ველაპარაკო, რაც უბრალოდ არ იქნება მეორე მხარისთვის შეთანხმებული ან მისაღები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ასეთი შეთანხმებით იყო ზოგადად ეს შეხვედრა.
ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. მე ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო-მეთქი. ასევე ჩემი ცხოვრების მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ციხეში. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ეს შეუძლია ჩვენს პარტიას: რომ შეხვდეს როგორც მიხეილ სააკაშვილს, ისე ბიძინა ივანიშვილს, – ამბობს ხვიჩია.
იაგო ხვიჩიამ.თქვა ისიც, რომ შეხვედრას არ ჰქონია შედეგი. ივანიშვილისთვის შენიშვნები არ მიუცია და რომ კიდევ მეორე შეხვედრაც შედგა, იგივე შემადგენლობით, ოღონდ ონლაინ.











კომენტარები