• რეკლამა
  • კონტაქტი
13:23, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთი მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანები თავისუფლად დადიან” – ალექსი თირქიას დედა,

ალია ავტორი - ალია
00:34 09-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
939

საპროტესტო აქციაზე დაშავებული ალექსი თირქიას დედა სოციალურ ქსელში შვილის თავის ქალის რენტგენის ფოტოს აქვეყნებს.

 

ამ თავის ქალაზე დარჩენილი უმძიმესი კვალი არის იმ სისასტიკის შედეგი, რომელმაც ჩემს შვილს მთელი ცხოვრება დაუმახინჯა და სამუდამო დაღი დაასვა.

ვინც ეს ჩაიდინა, ვინც ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა და ასეთი ტკივილი და ტანჯვა მიაყენა, არ გაიხაროს ალექსის ცოდვით. არავის აქვს უფლება, ასე დაუნგრიოს ახალგაზრდა ადამიანს ცხოვრება და შემდეგ უსირცხვილოდ, დაუსჯელად იაროს გარეთ.

ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანები თავისუფლად დადიან, მაშინ როცა ჩვენი შვილები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და მომავლისთვის იბრძვიან.

ასეთი ხელისუფლების ხელშია ჩვენი ახალი თაობის ბედი — ახალგაზრდების, რომლებიც საკუთარ აზრს გამოხატავენ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. ახალგაზრდებს, ნაცვლად იმისა, რომ იცავდნენ, სასიკვდილოდ იმეტებენ და მათი სიცოცხლის ფასად საკუთარ ძალაუფლებას ინარჩუნებენ.

ალექსის თავის ქალაზე დარჩენილი ეს კვალი მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია არ არის. ეს არის იმ უსამართლობისა და სისასტიკის სიმბოლო, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ.

დედის გულს ყველაზე მეტად ის ტკივა, რომ ჩემი შვილის ცხოვრება ერთ წამში შეიცვალა. მისი ტკივილი, დაკარგული ჯანმრთელობა, შიში და მომავლის გაურკვევლობა ვერავინ დამიბრუნებს.

მაგრამ მე არ გავჩუმდები. სანამ ძალა მექნება, მოვითხოვ სიმართლეს და სამართლიანობას ჩემი შვილისთვის და ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვინც ასეთივე უსამართლობის მსხვერპლი გახდა.

ღმერთმა განსაჯოს ისინი, ვინც უდანაშაულო ახალგაზრდების სისხლსა და ტკივილზე აგებენ საკუთარ მომავალს. მე კი მხოლოდ ერთს ვითხოვ — ჩემს შვილს მიეცეს მშვიდად ცხოვრების, მკურნალობისა და მომავლის უფლება,” – წერს ალექსი თირქიას დედა. 

ალექსი თირქია საპროტესტო აქციაზე 2024 წლის 3 დეკემბერს დაშავდა. ახალგაზრდას ღია ჭრილობი, შუბლის ძვლისა და თვალ-ბუდის მოტეხილობი და  ტვინის გარსებში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე
ახალი ამბები

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე

15:28 11-01-2026
“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved