მოძრაობა “ერი და სახელმწიფოს” დამფუნებელი ერთ–ერთი ლიდერი, ზვიად ტომარაძე:
საქართველოს პარლამენტი იღებს ახალ კანონს რომელსაც “ჭკვიანი მარშრუტიზაცია” ეწოდება.ერთი შეხედვით მიზანი კეთილშობილურია: დგინდება ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზედა ზღვარი, რაც რიგ შემთხვევებში შეამცირებს ობიექტების მიერ გადასახდელ საკომისიოს.
მარტივად რომ ავხსნათ: თუ მაგალითად მაღაზიაში იხდით ბარათით, გამყიდველი აღარ გეკითხებათ რომელი ბანკის ბარათია, ტერმინალი ამოიცნობს ამ ბარათს და გააკეთებს ყველაზე იაფ და სწრაფ გზას გადახდის კუთხით.კანონპროექტის მიხედვით: ურთიერთგაცვლის საკომისიოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თითოეულიგადახდის ოპერაციის ღირებულების 0,3%-ს.ახლა ჩემს აზრს მოგახსენებთ, თუ რა რისკებია:1) დღეს ფინანსური საგადასახადო ინფორმაცია გაფანტულია სხვადასხვა ბანკებში, ახალი კანონით ერთ სისტემაში მოიყრის თავს. ვიცით რომ სამომავლოდ მსოფლიოში აპირებენ ციფრული ფულის დანერგვას, ერთ სისტემაში მოქცევა უფრო ნოყიერ ნიადაგს შექმნის ციფრული ფულის დასანერგად, ხოლო ვითომ კეთილშობილური მიზნის საკომისიოს გაზრდა ნებისმიერ დროს შეეძლებათ;2) თუ დღეს მაგალითად პროკურატურას სჭირდება ინფორმაცია პიროვნების ტრანზაქციების შესახებ, ის მიმართავს ბანკებს, ხოლო ბანკი არ არის ვალდებული გასცეს ინფორმაცია სასამართლოს გარეშე. ახალი კანონით მათ არც ბანკი და სასამართლო აღარ დასჭირდებათ, რადგან ერთიან სისტემაზე წვდომა ხელისუფლებას ექნება;3) დღეს ბანკები აღნიშნულ ინფორმაცია იყენებენ კომერციეული მიზნებისთვის (მაგალითად პიროვნებაზე გასცენ თუ არა სესხი) ხელისუფლებას ექნება ბერკეტი ეს ინფორმაცია პოლიტიკური მიზნებისთვის (ზემოქმედებისთვის) გამოიყენოს.
ცნობისათვის, მაგალითად რუსეთში ციფრული რუბლის პილოტური პროგრამა დასრულების ეტაპზეა.ციფრული რუბლი უკვე რამდენიმე წელია ტესტირდება ბანკების, კომპანიებისა და მომხმარებლების შეზღუდული ჯგუფის მონაწილეობით.* კანონმდებლობა მიღებულია — რუსეთში მიღებულია კანონი, რომელიც ციფრული რუბლის ეტაპობრივ ფართომასშტაბიან დანერგვას ითვალისწინებს.* მასობრივი დანერგვა ეტაპობრივად იგეგმება:* 2026 წლის 1 სექტემბრიდან – უმსხვილეს ბანკებს უნდა შეეძლოთ მომხმარებლებისთვის ციფრული რუბლის საფულეების გახსნა, გადარიცხვები და გადახდები.* მსხვილი სავაჭრო ქსელებიც ვალდებული იქნებიან მიიღონ ციფრული რუბლით გადახდები.* დანარჩენი ბანკები და კომპანიები სისტემას 2027–2028 წლებში ეტაპობრივად შეუერთდებიან.











კომენტარები