რუსთავის ციხეში, გიორგი მიქაძისთვის ე.წ შუმოკის მოწყობისთვის, “ბადუკას“, ბადრი ნათობაძეს მოსამართლემ 10 წლიანი სასჯელი განუსაზღვრა.
ნათობაძე უკვე 12 წელია მკაცრი რეჟიმის ციხეშია. მას სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ედება ბრალი.
მან სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა და მოსამართლეს უთხრა, გამოეყენებინა მის მიმართ ყველაზე ნაკლებად მკაცრი სასჯელი. მას 19 -წლიანი სასჯელი ჰქონდა განსაზღვრული და ახლა მოსამართლე ჯინჯოლიამ კიდევ 10-წლიანი სასჯელი განუსაზღვრა. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ნათობაძე ციხეში კიდევ 10 წელს დარჩება.
რაც შეეხება სხვა პირებს – კიდევ 6 ადამიანს, მათ 3, 6 და 8 წელი განესაზღვრათ. ყველზე მეტად ამ საქმეში ლევან მეფარიშვილი, მეტსახელად “კვერცხა“ დაზარალდა, რომელიც ასევე ფიგურირებს აუდიოჩანაწერებში, სადაც გარკვეულ დავალებებს გასცემს, ე.წ. ქურდული წესებით დაიჩაგროს გიორგი მიქაძე.
აღსანიშნავია, რომ მეფარიშვილი 8 თვის შემდეგ ტოვებდა ციხეს, თუმცა, ის ახლა უკვე 8 წლით დარჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კანონიერმა ქურდმა, კაკო ტუღუშმა, ქურდული სამყაროს წევრებს და მხარდამჭერებს დაავალა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ განეხორციელებინათ სადამსჯელო მოქმედებები, რის შემდეგაც, ქურდული სამყაროს წევრები ახორციელებდნენ აგრკვეულ მოქმედებებს ამ ბრალდებულის წინააღმდეგ. სასამართლომ კანონიერი ქურდობისთვის ბრალდებულ პირს საჯელის სახით განუსაზღვრა 13 წელი. ასევე 13 წლით განესაზღვრა თავისუფელბის აღკვეთა დაუსწრებლად კაკო ტუღუშს, იგივე “ენცოს.“ ფარულ ჩანაწერებში უთითებდნენ, რომ კონკრეტულმა პირებმა განახორციელეს აგრკვეული მოქმედებები, რაც მიუღებელი იყო ქურდული სამყაროს წევრებისთვის. მათ მიერ განხორცეიელებული ქმედების გამო, მოითხოევს სადამსჯელო მოქმედების განხორციელება. ბრალდებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ნამდვილად განხორციელდა ქურდული სამყაროს საქმიანობა, კონკრეტული ბრალდებულების მიერ, მიუთითეს, რომ სწორედ კანონიერი ქურდი, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დაუკავშირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს და გასცა დავალება, აღესრულებინათ კანონიერი ქურდების ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რაც კონკრეტული პირის მიმართ სადამსჯელო მოქმედებების განხორციელებას ითვალისწინებდა, – განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა.
ნათობაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, არასდროს უარყოფდა, რომ გიორგი მიქაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ეს საქმის მასალებითაც დასტურდებოდა.
ნათობაძემ აღიარა და საქმის მასალებითაც დასტურდებოდა, რომ იგი გიორგი მიქაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა წარსულში მტრობიდან გამომდინარე, მათი დაპირისპირებიდან გამომდინარე და რომ ეს დაპირისპირება და გინება დაიწყო მიქაძის შესახლებისთანავე, ის საუბარი ე.წ. კანონიერ ქურდსა და ერთ-ერთ პატიმარს შორის, უკვე ამ გინების შემდეგ განხორციელდა. საქმის მასალებში არანაირი კავშირი არ არის ბადრი ნათობაძესა და კაკო ტუღუშს შორის. ჩვენ ვთვლით, რომ ფარცხალაძემ კუდი მოიქნია და თავისი ბოლო ძალებით ცდილობს, რომ მისთვის მიუღებელი ადამიანები, რომლებიც მის ინტერესებს კიდევ ეწინააღმდეგებიან, არასდროს გამოვიდნენ ციხიდან, – ამბობს ნათობაძის უფლებადამცველი.
საგამოძიებო უწყება ამტკიცებდა, რომ ბადრი ნათობაძემ, გარკვეული დირექტივა მიიღო საზღვარგარეთიდან, კრიმინალური ავტორიტეტის, კაკო ტუღუშისგან, იგივე “ენცოსგან“ რომ ე.წ. პრაგონი გაეტარებინათ ციხეში და მას შემდეგ, რაც შეასახლებდნენ გიორგი მიქაძეს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ მთავარ ფიგურანტს, რომელსაც უავდო პატიმრობა აქვს მისჯილი, მის მიმართ ე.წ. შუმოკი მოეწყოთ.
გამოძიება ამტკიცებს, რომ მიქაძე ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი იყო. სწორედ ამის გამო მიცეა პასუხისგებაში ბადრი ნათობაძე, ამსთან ერთად კიდე 6 პირი. ამასთან, 2 პირს, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებენ, თუმცა, ახლა თავისუფლებაზე იმყოფებიან – ნანა მეფარიშვილი და გიორგი კირთაძე, მათ 3-წლიანი სასჯელი განესაზღვრათ. თუმცა, მათ გამოძიებასთან ითანამშრომლეს და საპროცესო შეთანხმება გააფორმეს. ნანა მეფარიშვილი უკვე თავისუფლებაზე, კირთაძე კი ციხეს ორშაბათს დატოვებს.
ბადრი ნათოაბძეს 10 -წლიანი სასჯელი განესაზღვრა, თუმცა, მას გადაუკვალიფიცირდა მუხლი და თუ ის აქამდე სასჯელს სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის იხდიდა, ახლა სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისთვისაც მოიხდის.











კომენტარები