• რეკლამა
  • კონტაქტი
20:31, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვისაც სააკაშვილის განცხადების შეეშინდა…” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
13:36 07-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
676

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

ცუდ დღეშია ქვეყანა… ვისაც სააკაშვილის განცხადების შეეშინდა, სადაც მან ნელსონ მანდელას ანალოგია მოიყვანა, უმჯობესი იქნებოდა, ჯერ ნათქვამის კონტექსტი გაეაზრებინა და შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაეხედა. პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია გამარჯვებაა. ოპოზიციური ლიდერი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ იბრძოლოს ხელისუფლების შეცვლისთვის, საკუთარ გუნდს გამარჯვების რწმენა მისცეს და საზოგადოებას უთხრას, რომ ხელისუფლებაში მოვა. ამაში არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი სენსაცია არ არსებობს.
სააკაშვილმა იქვე თავად განმარტა:„ჩემი ფუნქცია არ არის ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა. ჩემი ფუნქციაა, ჩემთან ერთად მოვიყვანოთ სრულიად ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები.“
ანუ საუბარია პოლიტიკური გუნდის გამარჯვებასა და ხელისუფლებაში ახალი ადამიანების მოყვანაზე და არა იმაზე, რომ მოქმედი სამართლებრივი სტატუსით სააკაშვილი აუცილებლად თავად დაიკავებს რომელიმე კონკრეტულ თანამდებობას. როგორც უკრაინის მოქალაქეს, მას შეუძლია მონაწილეობდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში – გამოთქვას პოზიცია, მიმართოს საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ გუნდს და გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ დისკუსიაზე. თუმცა ფორმალური პოლიტიკური უფლებები – არჩევნებში მონაწილეობა, პარტიის წევრობა და საჯარო პოლიტიკური თანამდებობის დაკავება – საქართველოს მოქალაქეობასთან არის დაკავშირებული.
დღევანდელი სტატუსით სააკაშვილი ვერ გახდება პარლამენტის წევრი, პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. უფრო მეტიც, მოქმედი კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქესაც კი, თუ ის იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.
ასე რომ, სააკაშვილი კანონს არ აცდენია. მან პოლიტიკური გამარჯვება და საკუთარი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა დააანონსა, ხოლო გარეთ პანიკა შექმნეს ადამიანებმა, რომლებმაც ვერც ნათქვამის კონტექსტი გაიგეს და არც კონსტიტუციის მოთხოვნები იციან. ან გაიგეს დ ინტერპრეტინენ რომ
უკრაინის მოქალაქე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს.
მართლა ცუდ დღეშია ქვეყანა ასეთი პოლიტიკოსების თუ ამომრჩევლების ხელში – ადამიანების, რომლებიც ელემენტარული გააზრების მიღმა მსჯელობენ, იურიდიული ცოდნის ნაცვლად კი საზოგადოებას პანიკასა და იაფფასიან ინტრიგას სთავაზობენ.

 

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved