ოპოზიციური ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
გუშინ ვიყავი მურთაზ ზოდელავასთან შესული ვივამედში. ჩემი უახლოესი მეგობარია, მისი მეჯვარე ვარ და შვილის ნათლია. რამე განცხადება საჭირო რომ ყოფილიყო, გააკეთებდა ოჯახი სხვისი დახმარების გარეშე. კაცის ჯანმრთელობის საკითხი წყდება და არაა საჭირო პოლიტიკური სარჩულის მიკერება, თან მისი თანხმობის გარეშე. მეტიც, ის თავად კატეგორიული წინააღმდეგია ამის, მათ შორის და პირველ რიგში, იმიტომ, რომ მისი ხანდაზმული მშობლებისთვის ეს საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და საჯარო წყაროებით ამგვარი ინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
მურთაზი თავს ნორმალურად გრძნობს. კლინიკა ძალიან ყურადღებიანია მის მიმართ და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში წარიმართება პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, დღეს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.











კომენტარები