• რეკლამა
  • კონტაქტი
21:56, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ლინდსი გრემი ჩემზე გაბრაზდა და 1,5 წელი არ პასუხობდა ჩემს ზარებს. ნუ მერე მაკკეინმა და რუბიომ შეგვარიგეს” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:57 07-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

მიხეილ სააკაშვილი წერილს აქვეყნებს:

,,მოულოდნელად გარდაცვლილ სენატორთან, ლინდსი გრემთან კიდევ ერთი სახალისო ისტორია მაკავშირებს. ერთ-ერთი ჩამოსვლისას ეგ, მაკკეინი, მაკკეინის თანაშემწე მეგი, რომელიც ბაიდენის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი თანაშემწის სალივანის მეუღლეა და სენატორი ლიბერმანი ყვარელში, აწ ჩამორთმეულ და გაპარტახებულ ვენახში დავპატიჟე რთველზე სექტემბერში.

მათი ვიზიტის დროს, რა თქმა უნდა, ასეთ ვიზიტებს რუსეთის ემბარგო დადებული ქართული ღვინის, რომელსაც ჯონ მაკკეინი “თავისუფლების ღვინოს” უწოდებდა, პოპულარიზაციისთვის ვიყენებდი ხოლმე (ზოგადად ამისთვის შევიძინე ეგ ვენახიც), მაგრამ ამჯერად მეგიმ მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ ჟურნალისტები არ მოგვეწვია, ვინაიდან ამერიკაში დიდი სტიქიური უბედურება მძვინვარებდა და სენატორების სხვა თემაზე ჩვენება უბრალოდ დააზარალებდა მათ პოლიტიკურად, მაგრამ იქ მაინც აღმოჩნდა რამდენიმე კამერა, ძირითადად ამერიკის დელეგაციის წევრების და საელჩოს ერთი თანამშრომლის და ვიდეო მოხვდა სოც. ქსელებში.

ხოდა მეორე დღეს ყველა არხზე ამერიკაში გავიდა ვიდეო, ქართული მრავალხმიანობის ფონზე, საწნახელში ჩამდგარი სენატორების და ქართული ცეკვა-თამაშის, შემდეგი ტექსტით – “სანამ აქ ქარიშხალი და წყალდიდობებია, ნახეთ რა კარგ დროს ატარებენ ჩვენი წამყვანი სენატორები სააკაშვილთან, მის ვენახში, საქართველოში.”

ეს კი იყო ჩვენი უდიდესი რეკლამა, მაგრამ მე ძალიან შევწუხდი, ხოლო ლინდსი გრემი ჩემზე გაბრაზდა და 1,5 წელი არ პასუხობდა ჩემს ზარებს. ნუ მერე მაკკეინმა და რუბიომ შეგვარიგეს. აი ასეთი ამბები ხდებოდა იმ “9 წელში”.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved