• რეკლამა
  • კონტაქტი
15:38, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა გავიდნენ პარტიები მომდევნო არჩევნებზე თუ არა?” – უჩა აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
14:54 07-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
397

ბლოგერი, უჩა აბაშიძე, ციხიდან წერილს ავრცელებს:

უნდა გავიდნენ პარტიები, მომდევნო – ნებისმიერ (ანუ თუნდაც უსამართლო) არჩევნებზე თუ არა? (IMHO):

მოკლე პასუხი ასეთია: არსებული, მთელი ქვეყნის მოსახლეობაში (და არა მხოლოდ თბილისში და ისიც ვაკეში) – მასიურ პოპულარობა ვერ-მოხვეჭილი პარტიები – გინდა გავიდნენ, გინდა ბოიკოტი აცხადონ.
გასვლას და გამარჯვებას – სჭირდება, ამ ეტაპზე, უბრალოდ არაამქვეყნიური პოპულარობა (და არა 4%-იანი პარტიობა და ხვეწნა “ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და ბიძინას წინააღმდეგ მოგვეცით ხმაო“)
და არ გასვლას – და ბოიკოტზე ისე კაპიტალიზებას – რო რეჟიმი სასაცილო არარაობად გახადო – არ მონაწილეობით, – სჭირდება კიდევ უფრო მეტი პოპულარობა.
ამიტო – თუ ვინმე ისეთი პოპულარული გამოჩნდება, რო ყველას ეცოდინება – რო მთელი ქვეყანა მაგას უჭერს მხარს (და ვერ მოასწრებენ მოკლან/დაიჭირონ და ვერ გააშავებენ) – კითხვა “უნდა შევიდეთ თუ არა უსამართლო არჩევნებშიც კი?“ – აღარ დაგებადებათ საერთოდ, რასაც ის გადაწყვეტს, ისე იქნება.
და აქედან, ახლა, ერთადერთი შანსი – ამ “ჩვენ არ ვვარგივართ, მარა ბიძინა ხო უფრო ცუდია“ ოპოზიციის პირობებში – ერთადერთი შანსია – ბიძინას ისე აერიოს ცხოვრება (საერთაშორისო თუ საშინაო ამბების გამო), რო სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. მანდაც პასუხი ნათელია – რო ყველა გავა არჩევნებზე – თუ კანონმდებლობას და rallback-ებს არ გააყალბებს ანუ.
სინამდვილეში – დაღუპულები ვართ ჩვენ უკვე, თუ ეს ბრძოლა და ქოცების ცუდობის შავით თეთრზე ნათლად გამოჩენა – არ დაბადებს ერთ, ვერ-გაშავებად, არც-ქოც-არც -ნაც, ცნობილ, ჭკვიან, ლამაზ, ჯიგარ, ძლიერ, უშიშარ, ქრისტიან, ლიბერალ, ოჯახის სიწმინდ-ფემინისტ, ჭრელო-პეპელა-ნურც-გაფრინდები-ნურც-მოფრინდები – ლიდერს.
ეგრეა – 2024-ში ჯერ კიდევ იყო შანსი ბიძინას “ცოტა ნორმალური არჩევნები“ წაეგო – ჯამში, ბევრ პარტიასთან, და ნამდვილი საპარლამენტო რესპუბლიკა გავმხდარიყავით.
ბიძინამაც იცოდა ეგ – ამიტომ ეპიკურად გააყალბა, ამჯერად.
გადავეშვით შემდგარ ავტორიტარიზმში – მიმავალში დიქტატურისკენ.
მას მერე აუკრძალა ხმის მიცემა ემიგრანტებს, გაართულა დაკვირვება, ჩააბეტონა მაფია – სამართალდამცავებში. ქვეყანაში დათესა შიში. ზოგი გარბის ემიგრაციაში, ზოგი შიდა ემიგრაციაში იკეტავს თავს და ეგუება დაშინებულ ცხოვრებას.
ეს ყველაფერი – ზუსტად იმისთვის გააკეთა – რო ვეღარანაირმა “მრავალ-ფერმა პარტიებმა“ – ფეხები ვეღარ მოჭამონ. მორჩა ეგ ოცნებები.
ავტორიტარიზმს ამარცხებს მხოლოდ – სხვა ავტორიტეტი. მეტი შანსი აღარაა. თუ ვინმე ეგეთი პოპულარული გამოჩნდება – დამიჯერეთ კითხვები აღარ გექნებათ – არჩევნები, ბოიკოტი, თუ საერთოდ რევოლუცია. როგორც იტყვის – ისე გაყვება უმრავლესობა და ისე მოიგებს.
ეგეც იცის ბიძინამ – და თუნდაც მაგის პრევენციაა – რო ვისაც ბოლო 8 წელი ევროპულ NGO-ებთან ქონია შეხება – პარტიაში ვეღარ შევიდესო (თვითონ ქოცები ვერ გაჩნდებოდნენ მასე, თავის დროზე). პლიუს დაშინება, პლიუს დაჭერა, პლიუს მოკლავენ ბოლოს ალბათ?
შედეგად ესაა სუ რაც ხდება – ველოდებით ან რამე კატასტროფას, რასაც ქოცები თვითონ დამართებენ თავის თავს – იმიტო რო კომპეტენტური ხალხი გაექცათ. ან “არაამქვეყნიურად პოპულარულ“ ლიდერს.
ან არადა ქვეყნის ნელ სიკვდილს ვუყურებთ ყველა. ესეც მილიონჯერ მომხდარა.
2026.07.08

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved