• რეკლამა
  • კონტაქტი
15:31, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გლუხოვსკის საჩუქარი ციხეში მყოფ რეზო კიკნაძეს – “მგონია, ზღაპარში ვარ”

ალია ავტორი - ალია
13:15 07-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე, ციხიდან წერილს ავრცელებს და წერს:

ხანდახან მგონია, რომ ზღაპარში ვცხოვრობ და ბედნიერი მომენტებითაა აღსავსე ეს ზღაპარი, მიუხედავად იმისა, თუ სად ვარ.

2016 წელს, როცა ჩემმა კლასელმა – კოტიკო ფოფხაძემ მომიტანა სკოლაში წასაკითხად, მაშინ ვერც მე და ვერც კოტიკო, არათუ ვერც წარმოვიდგენდით ალბათ ყველაზე ფანტასმაგორიულ ფიქრებშიც კი ვერ გავივლებდით ამას გულში. დმიტრი გლუხოვსკის „მეტრო 2033“ წაკითხვისთანავე გახდა ჩემთვის ყველაზე განსხვავებული და ნომერ პირველი წიგნი, არტიომი კი – ბრძოლის, შეუპოვრობის, დინების წინააღმდეგ ცურვის მაგალითი. ეს დამოკიდებულება დანარჩენი ორი ნაწილის წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო გამიძლიერდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ათ წელში უამრავი შედევრი წავიკითხე. გემოვნებაც ბევრჯერ შემეცვალა, საყვარელი მწერლებიც კი გამოვიცვალე, მაგრამ არ იცვლებოდა ერთი რამ – საყვარელი წიგნი.

ამას ვერც მაშინ წარმოვიდგენდი, ახალ წაკითხულზე აჟიტირებული რომ ვურჩევდი გვერდით მყოფებს „მეტროს“ წაკითხვას, და არც მაშინ, სოციალურ ქსელებში სულ „მეტროზე“ რომ ვპოსტავდი თუ ვსთორავდი და უამრავი ადამიანი მწერდა: შენს გამო ვიწყებ “მეტროს” კითხვასო. პირველი, რასაც ვეკითხებოდი ახლად გაცნობილ წიგნის ჭიას მუდამ იყო ჰქონდა თუ არა წაკითხული – თითქოს ეს გახდა ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი. რა თქმა უნდა, ვერც ასეთ დროს წარმოვიდგენდი ამას. როცა დამიჭირეს და მილიონი ადამიანის მხარდაჭერა ვიგრძენი, თან ისეთების, ვინც ყოველთვის მიუწვდომლად მიმაჩნდა, ამ დროსაც კი არ შემეძლო ამის წარმოდგენა.

როცა თავადვე გადავწყვიტე ლექსების კრებულის გამოცემა და წიგნის წერას მივყავი ხელი, არც მაშინ დამიშვია ეს. გუშინ კი მამცნეს, რომ დმიტრი გლუხოვსკიმ – ჩემი საყვარელი წიგნის დამწერმა – წერილი და ავტოგრაფი გამომიგზავნა.

საიდან? როგორ? რანაირად? მგონი, მართლა სიზმარში ვარ, ან ზღაპარში, ანდაც – ორივეში. წარმოგიდგენიათ, როგორ მიხარია?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved