• რეკლამა
  • კონტაქტი
19:38, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ზარქუამ უნდა ჩადოს რამე ამაღლებულში ფული? ტალახაძემ? ვიქტორ ჯაფარიძემ? გორდულაძემ?” – ლევან ღამბაშიძე

ალია ავტორი - ალია
16:49 07-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
604

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

,,ქოცების რეჟიმი მუდმივად ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ორი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი რამ ხდება: მშვიდობა და ეკონომიკური აღმავლობა.

მართალია, ორივე მნიშვნელოვანია, თუმცა დააკვირდით, რომ ამ ორს აკლია მესამეც, რაც მსოფლიო ისტორიაში როგორც წესი მათ თან სდევს ხოლმე: კულტურული აღმავლობა.

მაგალითად საქართველოს ოქროს ხანა ავიღოთ: მშვიდობაც იყო და ეკონომიკური აღმავლობაც. რა იყო შედეგი? – “ქართული რენესანსი”.

და რატომ არის ქოცების ბატონობის ხანაში სრული სტაგნაცია ყველა მიმართულებით? რატომ გვენგრევა თავზე ყველა ძეგლი? რატომ ვერ აშენებენ ვერაფერს სკვერების გარდა, რომლებიც ბავშვებს ხოცავენ? რატომ ვერ იღებენ ღირებულ ფილმებს? რატომ ვერ წერენ მუსიკას? რატომ არ ვჩანვართ არსად მსოფლიოში?

პირველი მიზეზი რა თქმა უნდა ისაა, რომ ქვეყანაში სინამდვილეში არც მშვიდობაა და არც ეკონომიკური აღმავლობა. გეუბნებიან ნებისმიერ მომენტში ომი შეიძლება დაიწყოსო და ამას ეძახიან მშვიდობას? ფულს რაც შეეხება, ქოლცენტრებით გამდიდრებული რამდენიმე ათასი ადამიანი ცვლის სტატისტიკას, მაგრამ ქვეყანაში დალხინებულად ისევ ძალიან ცოტა ცხოვრობს.

თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ რეჟიმმა მტრად გამოაცხადა ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც მას არ ემორჩილება და რომელიც სინამდვილეში იმ ღირებულს უნდა ქმნიდეს, რითიც ერს შეგვეძლებოდა ტრაბახი.

ზუსტად ეს ხალხია, ვინც დამოუკიდებლად განაგრძობს საქმის კეთებას და თუ კიდევ სადმე ვჩანვართ მათი დაუღალავი შრომის დამსახურებაა, იქნებიან ესენი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები თუ სხვები. მაგრამ მთავრობის მიერ კულტურაში ჩასხმული მილიონობით ლარი სად ჩანს? არსად. და არც გამოჩნდება.

რა გასაკვირია: ზარქუამ უნდა ჩადოს რამე ამაღლებულში ფული? ტალახაძემ? ვიქტორ ჯაფარიძემ? გორდულაძემ? უბრალოდ ვერ გაარჩევენ კარგს ცუდისაგან, ამის ნება რომც ჰქონდეთ. მით უფრო,რომ ყველაფერს, რასაც აფინანსებენ ერთი საზომი აქვს – პარტიისკენ არის თუ არა, მორჩილია თუ არა.

მომავლში მრავალი სხვადასხვა შეფასება ექნება ქოცების ბატონობის ხანას და ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ქვეყნის კულტურული გათახსირება. სირცხვილია, რომ ამხელა პოტენციალი სუპში და ჩიკოპიტატას ძვირიან ფეხსაცმელებში იცვლება.“

თეგები: ლევან ღამბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved