ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პროექტის მოდელი შეიცვალა, ჩინეთთან შეთანხმება ჩაიშალა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს და მიხედავს, ეხმაურება და ამბობს:
ჩინელებმა ანაკლიის აშენებაზე უარი განაცხადეს, ფაქტობრივად მოგვატყუეს, სამი წლის განმავლობაში შეასრულეს რუსეთის დაკვეთა და ანაკლიის პორტი უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ გამოგვიცხადა, რომ თურმე ანაკლიის პორტს თავად ააშენებს. აშენება არ არის ძნელი, მართვაა ამის ძალიან ძნელი. აქ ფინანსები კი არ არის მთავარი, მთავარია პორტის სამომავლო სიცოცხლისუნარიანობა, დიდი დროის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროის დაკარგვის, უცხოელი ინვესტორის არარსებობისა და რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლის შემდეგ ანაკლია შეიძლება მკვდრადშობილ ბიზნესად იქცეს. “ოცნების” მთავრობამ ჩაიდინა დანაშაული











კომენტარები