• რეკლამა
  • კონტაქტი
23:55, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი პროგნოზი კვლავ ასპროცენტიანი სიზუსტით ხდება” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:54 07-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,510

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

პროგნოზი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ გავაკეთე, კვლავ ასპროცენტიანი სიზუსტით ხდება. გერმანია და ჰოლანდია იმაზე ადრეც კი გავარდნენ, ვიდრე ვივარაუდე. ბრაზილია წუხელ გამოეთიშა. ეს შეიძლება წინა თამაშშიც მომხდარიყო, რომ არა იაპონიასთან ბოლო წუთზე გატანილი გოლი.
ყველაზე დიდი კრიტიკა ჩემს პროგნოზში ბრაზილიისა და გერმანიის მოსალოდნელმა გავარდნამ გამოიწვია. არადა, თუ შემადგენლობებსა და მათ წინა თამაშების ხარისხს გადავხედავთ, სრულიად შესაძლებელი იყო იმის ვარაუდი, რაც მოხდა.
რა განასხვავებს ადრეულ სტადიაზე გავარდნილ ამ სამ გუნდს ფავორიტებისაგან? მათ არ ჰყავთ მსოფლიო დონის მოთამაშე ან მოთამაშეები. ბრაზილია გამონაკლისია ვინისიუსის სახით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვინ შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო დონის მოთამაშედ? ვისაც დღევანდელი გადმოსახედიდან აქვს „ოქროს ბურთის“ მოპოვების პოტენციალი. ასეთები ამჟამად საფრანგეთის, ესპანეთის, არგენტინის, ინგლისის, პორტუგალიისა და ნორვეგიის გუნდებში არიან. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებშიც.
ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი არ არის-ბევრჯერ მომხდარა, რომ ძლიერი ფეხბურთელებით, თუმცა გამორჩეული ვარსკვლავის გარეშე დაკომპლექტებული გუნდი ჩემპიონი გამხდარა. თუმცა, რაღაც მომენტში, სწორედ ამ ფაქტორის ხარჯზე გადის გუნდი ფონს. ასე მოხდა ამ ჩემპიონატზეც, წინა ტურში ინგლისის შემთხვევაში, როცა ცუდად მოთამაშე გუნდი ჰარი კეინის ორმა გოლმა გადაარჩინა.
თუ თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემს პროგნოზს, ახლა უკვე მწერენ, ფსონი უნდა დავდო და მითხარი, ვინ მოიგებსო. ვპასუხობ-თავიდანვე უნდა გენახა რა დავწერე და გაიგებდი-მეთქი. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.
ისე, ერთი დასკვნა გამოვიტანე: თუ ტოტალიზატორში ფსონს დებ, მაშინ აზრი არ აქვს პროგნოზების გაკეთებას. ასეთ დროს ტვინი სულ სხვაგვარად მუშაობს. მე არასდროს მითამაშია ფულზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved