• რეკლამა
  • კონტაქტი
01:10, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიახ, უნდა წასულიყო ყაველაშვილი ირანში. სწორი გადაწყვეტილებაა” – გამზარდია

ალია ავტორი - ალია
04:30 07-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,609

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:

ირანში დაკრძალვაზე პრეზიდენტის წასვლა ძალიან ფაქიზი თემაა, რადგან, როცა ორ მეგასახელმწიფოსთან ურთიერთობაზეა საუბარი, ასე მარტივად ვერც ჩვენ მივუდგებით და ვერც სხვა ვინმე. ამ ყველაფერსაც აქვს საზღვრები, რის იქითაც არ უნდა წახვიდე. სადამდე ხარ კეთილსინდისიერი არსებული პოლიტიკის წარმოებაში, ამას თავისი საზღვრები გააჩნია. არაფერს ვამბობ, ბუნებრივია, სხვა ტიპის ურთიერთობებზე, მაგრამ ნებისმიერი კეთილგანწყობილი ქვეყნისთვის გასაგები უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ირანთან კონფრონტაციაში ჩვენ ვერ შევალთ და არც უნდა შევიდეთ. ასეთ შემთხვევაში საქართველო კონფრონტაციას უნდა მოერიდოს.

ამიტომ, როდესაც საუბარია დაკრძალვის ცერემონიაზე, იქ არწასვლა ჩვენი მხრიდან უკვე თავისთავად პასუხი იქნებოდა, ეს პასუხი კი – კონფრონტაციული. შესაბამისად, ამ მხრივ გადაწყვეტილების დიდი არჩევანი არც ყოფილა. სახელმწიფო სწორედ ამ ზომიერების ფარგლებში უნდა მოქცეულიყო. ეს ნაბიჯი სხვა არაფერს აჩვენებს, გარდა იმისა, რომ საქართველოს სჭირდება კეთილგანწყობილი ურთიერთობები, მათ შორის იმ სახელმწიფოებთანაც, რომლებიც შესაძლოა, ერთმანეთთან იყვნენ დაპირისპირებულები. ეს ყველაფერი ეთიკის ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს.

მაგალითად, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებისას საქართველოს ნეიტრალური პოზიცია ეჭირა და ორივესთან პარტნიორული დამოკიდებულება ჰქონდა. ამიტომ ამ ქვეყნებისთვის გასაგები იყო, რომ საქართველოს მეზობლებთან მიმართებით სხვა არჩევანის გაკეთება არ შეეძლო.

ერთადერთი თემა აქ არის ის, თუ დამატებით რამდენად სწორად მოახერხებს სახელმწიფო ბალანსისა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარებას. მე რომ მკითხოთ, უნდა წასულიყო თუ არა ყაველაშვილი ირანში – დიახ, უნდა წასულიყო და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ფაშინიანი, რომელიც ახლა ევროკავშირთან იწყებს ურთიერთობას, ამერიკასთან ალაგებს გარკვეულ საკითხებს და ტრამპთანაც კი ლამის მეგობრული ურთიერთობის რეჟიმშია, მაინც მიდის ამ დაკრძალვაზე. ამიტომ საქართველოსაც თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები გააჩნია..

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved