• რეკლამა
  • კონტაქტი
11:51, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დასჯადი ჟესტიკულაცია – რა (ვერ) დაამოწმა პროკურატურის “მოწმემ” პროცესზე? – ბადრი ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
15:50 06-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
450

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოწმე პოლიციელმა მთელი სხდომის განმავლობაში მხოლოდ “ჟესტიკულაციებსა და მიმიკებზე” ისაუბრა.

ჯაფარიძე ამბობს, რომ მოწმე ივანე მაქაცარიამ ვერ თქვა, თუ რომელი პოლიტიკური ლიდერი სად იმყოფებოდა აქციაზე, ვერ დაასახელა ასევე ვის რა ეცვა და ვერც ზუსტი დრო გაიხსენა – თქვა მხოლოდ ის, რომ “თურმე პოლიტიკური ლიდერები ჟესტიკულაციით მოუწოდებდნენ ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ”.

ის, რაც დღეს ვნახეთ, ამის გადმოცემაც კი ძნელია. პოლიციელს ვუსმენდით ოთხი საათის განმავლობაში, რომელიც, პრაქტიკულად, არის მთავარი მოწმე და რომელმაც თქვა, რომ თურმე პოლიტიკური ლიდერები ჟესტიკულაციით მოუწოდებდნენ ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ. ოღონდ, ჟესტიკულაცია ვერ გაიმეორა, არ ახსოვს, მაგალითად, მე რა მეცვა, არ ახსოვს დღე, არ ახსოვს საათი, არ ახსოვს, სად ვიდექი… ასეთი მოწმე იყო დღეს, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია.

სამწუხაროდ, თქვენ მოკლებული ხართ შესაძლებლობებს, ეს ყველაფერი გადაიღოთ და ნახოთ, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ყველაფერი იწერება და ინახება და იმის შესაძლებლობა ექნება საზოგადოებას, რომ შემდგომ ნახოს, რასთანაც გვაქვს საქმე.

ჩვენ რომ გვყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო, დღეს ეს პროცესი არ გაიმართებოდა იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სასამართლო პროცესისთვის. ეს არის წარმოუდგენლად ფალსიფიცირებული საქმე. ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესი დაჩქარებული ტემპით გრძელდება და ეს თავისთავად საუბრობს ყველაფერზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თეგები: ბადრი ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved