• რეკლამა
  • კონტაქტი
15:33, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტრამპმა ირანს ხელში ახალი სახეობის ატომური ბომბი ჩაუგდო” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:22 06-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
გოცირიძე
Facebook-ზე გაზიარება
2,775

ყოფილი პარლამენტარი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

ტრამპი ირანის ბირთვული იარაღისგან განიარაღებას ცდილობდა და ხელში ახალი სახეობის ატომური ბომბი ჩაუგდო-ორმუზის ბომბი. ირანმა დაინახა, რომ მას მსოფლიოს შანტაჟი შეუძლია, რადგან მისი განბლოკვის ძალა ამერიკასაც კი არ გააჩნია. ძნელი წარმოსადგენია, რომ მომავალში ირანში იმ მასშტაბის სამხედრო ოპერაცია განხორციელდეს, როგორიც ამერიკამ და ისრაელმა მოაწყვეს.
ასე დასრულდა ტრამპის ირანული კამპანია, რომელიც, ფაქტობრივად, კაპიტულანტური ხელშეკრულებით დამთავრდა და რომელსაც ტრამპმა ოფიციალურად დღეს მოაწერა ხელი.
როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერაც ნათელი არ არის. ტრამპი ისეთ რაღაცებს შეჰპირდა, რომელთა შესრულებასაც ვერ შეძლებს; ირანი კი ისეთ რაღაცებზე დათანხმდა, რომლებზეც საბოლოოდ არ წავა. ორმუზის სრუტე კვლავ არაერთხელ გახდება „ჩაიკეტა-გაიხსნას“ თემის საგანი.
რატომ შეიძლება ასე მოხდეს? იმიტომ, რომ ამერიკის სამხედრო ძალამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო. მან იმაზე მეტიც კი გააკეთა, რაც მოკავშირეებისგან სამხედრო იზოლაციაში მყოფ სახელმწიფოს შეეძლო. უფრო მეტის მიღწევა დიდ მსხვერპლთან იყო დაკავშირებული, რაც ტრამპის მმართველობის პირობებებშიც კი შეუძლებელი აღმოჩნდა.
გარდა ორმუზის ბომბისა, ირანმა მიიღო გაყინული მილიარდების დაბრუნების გარანტია, ნავთობით თავისუფალი ვაჭრობის უფლება, სხვა სანქციების ეტაპობრივი მოხსნა და ამერიკის მიერ ირანში 300 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელების დაპირება. ეს შენიღბული ფორმის რეპარაციაა, ანუ ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. იგულისხმება თუ არა სანქციების შერბილებაში საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემაში, “სვიფტში” დაბრუნებაც, ამას ორი თვის შემდეგ გავიგებთ, როდესაც საბოლოო, დეტალური ხელშეკრულება გაფორმდება.
რაც შეეხება ირანში ხელისუფლების შეცვლას, რომელსაც ბევრი მოელოდა (თუმცა ეს ამერიკის გაცხადებული მიზანი არ ყოფილა), იგი მართლაც შეიცვალა-ირანი ხელში ფანატიკოსმა სამხედროებმა, ერთგვარმა „თალიბანმა“, ჩაიგდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved