• რეკლამა
  • კონტაქტი
06:08, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყოველ წუთას მზად უნდა ვიყოთ, როდის მოგვიკაკუნებს კარზე უფლის ანგელოზი” – მეუფე გრიგოლი

ალია ავტორი - ალია
00:00 04-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
201

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის სიტყვა დიდ პარასკევის მსახურებისას:

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანი, ქრისტეს ეკლესიის სულიერნო შვილნო, დღეს არის ვნების შვიდეულის პარასკევი, დღე, რომელიც განსაკუთრებული დრამატიზმით არის აღბეჭდილი, დღე, როდესაც ადამიანმა ჯვარს აცვა თავისი მხსნელი.
ეს არის დღე, რომელიც დღენიადაგ უნდა გვახსოვდეს.
სამკერდე ჯვარს ჩვენ ვატარებთ ნიშნად იმისა, რომ ვართ ჯვარცმულის მოწაფეები, მისი მიმდევრები.
განსაკუთრებულ ფიქრებს აღძრავს ეს დღე ჩვენს გონებაში. ამ დღის წმიდა მსახურება, რასაც წმიდა ეკლესია აღასრულებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ სულით, გულით, გონებით ჩავერთოთ ამ მოვლენებში და ღრმად გავიაზროთ იგი..
იესო ქრისტეს ჯვარცმა მხოლოდ ისტორიულ კონტექსტში დასანახი მოვლენა არ გახლავთ. სულიერი სისავსით დანახული ჯვარცმა ღმერთკაცი იესოსი, გრძელდება დღესაც და მასში მონაწილეობს ყველა, ვინც თავისი ქცევით, მოქმედებით თუ უმოქმედობით, სიტყვით თუ დუმილით, უპირისპირდება გზას, რომელიც ქრისტიანებს დაგვისახა ჩვენმა ჯვარცმულმა, დაფლულმა და შემდგომად სამისა დღისა, მკვდრეთით აღდგომილმა მოძღვარმა და წინამძღვარმა – იესომ.
ადამიანის მიმართ ღვთის სიყვარული არის განუზომელი. ის გვაძლევს საშუალებას, მოვინანიოთ ჩვენი შეცდომები, განვიწმიდოთ ჩვენთა ცოდვათაგან და მივუსხდეთ იმ ტრაპეზს, რომელიც ჯვარცმამდე, დიდ ხუთშაბათს გაიმართა, სადაც იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები აზიარა და აკურთხა: „ამას იქმოდეთ მარადჟამ მოსახსენებელად ჩემდა“.
ამ დიდ საიდუმლოში მონაწილეობისას, იესო ქრისტეს წმიდა ხორცითა და წმიდა სისხლით ზიარებისას, მისი თანაზიარნი ვხდებით; ეს არის ჩვენთვის მადლის წყარო. თუ ქრისტიანი ამ საიდუმლოში არ მონაწილეობს, მისთვის ყოველი მოვლენა, რასაც ეკლესია აღნიშნავს, მხოლოდ რიტუალურ, მისტიურ შინაარსს მოკლებულ ხასიათს იძენს, და ცხოვრებას ისე აგრძელებს, თითქოს იესოს ჯვარცმით არც არაფერი მომხდარა და არც არაფერი შეცვლილა.
იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმით, მსხვერპლშეწირვით მაგალითი მოგვცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და აღვასრულოთ მცნება ჩვენი ზეციური მამისა – ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთო სჯული იგი ქრისტესი.
დღეს შეუძლებელია არ გაგახსნდეს და არ იფიქრო იმაზე, რაც ხდება სამყაროში, რომლის განუყოფელი ნაწილი ვართ ჩვენ. გული გეკუმშება, როცა ფიქრობ და უყურებ რა ხდება მეზობელ უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ომის ცეცხლი გიზგიზებს და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ასევე განუზომლად მრავლად იწირავს ადამიანებს მოუნანიებელი ცოდვები და ეს თითოეული ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობის სფეროა.
თანამედროვეობაში ჩვენდა ნუგეშად გვევლინება ახალმოწამეთა დასი, რომელთაგან დიდი უმრავლესობის სახელები არც კი ვიცით: ისინი იბადებიან, იზრდებიან, ცხოვრობენ თავისი ადამიანობით, სათნოებებითა და უბრალოებით და, წუთისოფლად მყოფნი, მდუმარებით მიუყვებიან ქრისტეს გზას ისე, რომ წუთისოფელი მათ ვერ/არ ამჩნევს, თუმც კი ღმერთს შეუმჩნეველი არავინ რჩება. სწორედ ეს ადამიანებია მარილი სოფლისა, ასეთ ადამიანებზე უნდა აშენდეს ახალი ქვეყანა, საზოგადოება, რომელიც დაფუძნებული იქნება ღვთის სიყვარულზე, ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობასა და სამშობლოსათვის თავდადებაზე.
ცხოვრებისეული სინამდვილე კი ასეთია: ჩვენს თვალწინ იბადებიან როგორც ახალი დროის მოწამენი, ასევე ახალი დროის ჯალათები. ერთნი გულში დაფარულად ატარებენ ჯვარს, მეორენი საჯაროდ იწონებენ თავს ქრისტიანობისადმი კუთვნილების გამომხატველი გარეგნული ნიშნებით.
მაცხოვარი ამბობს, ვინც ჩემთვის გაწირავს თავს, ის იპოვის თავის თავს. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უნდა იყოს საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება, სამყაროს, ქვეყნის, ჩვენი ძმებისა და დების კეთილდღეობისთვის, ერთმანეთის თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. მხოლოდ ასე შეიძლება ჩვენ ვიქცეთ საზოგადოებად, ღვთის ერად, სხვანაირად ღვთის ერად ვერ ჩამოვყალიბდებით.
რწმენა, განათლება, კულტურა, გვინარჩუნებს ჩვენ ადამიანურ სახეს!
გვახსოვდეს, რომ სამყარო ისეთი იქნება, როგორიც ხარ შენ! ამიტომაც გავიმეორებ იმას, რაც არაერთგზის გვითქვამს:
შენ თუ შეიცვლები, შენს ირგვლივ სამყარო შეიცვლება, იზრუნე, რომ შენი თავი შეცვალო უკეთესობისკენ და ამაში დაგეხმარება შენ იესო ქრისტე, ამაში დაგვეხმარებიან სულიერნი დასნი და ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენამდე განვლეს თავისი გზა, რომ ჩვენ სიარული გაგვიადვილდეს, რათა გვქონდეს ცოცხალი მაგალითები. ირგვლივ მაგალითი მრავალია, ავიც და კარგიც, მაგრამ ცუდის ქმნას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, სიკეთის ქმნას კი სჭირდება ძალისხმევა და უპირველესად საკუთარი თავის იძულება.
დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, თუ რა გზა უნდა განვვლოთ ჩვენ აღდგომამდე; გვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი არის იმ ადამიანების და საზოგადოების ნაწილი, ვისაც უფალმა აღუთქვა, რომ თქვენ ჩემთან იქნებით შემდგომად აღდგომისა.
ჩვენ ვართ წუთისოფლის მგზავრები. ჩვენ მიერ გასავლელი გზა არის გზა გოლგოთისკენ მიმავალი. ამ გზაზე სიარულს ჩვენ გვიადვილებს განცდა თვისთა ცოდვათა, ერთგულება სწორი და მართალი სულიერი ორიენტირებისადმი – გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს ადამიანი. ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი სჯული და წინასწარმეტყველებები.
თვალი გავუსწოროთ ცხოვრებისეულ სინამდვილეს, რეალობაზე თვალის დახუჭვა საკუთარი თავის მოტყუებაა. ის, რომ შენ არ გსურს აღიქვა ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობ და არ გსურს დაიჯერო ის საფრთხეები, რომლის წინაშეც დგახარ, სულ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი შენ გვერდს აგივლის;
სიბრძნე და გონიერება გვმართებს. ვიზრუნოთ საკუთარი სულის უსაფრთხოებაზე და გამოვიყენოთ ყველა ის მადლისმიერი საშუალება, რასაც ეკლესია გვთავაზობს, რისკენაც ჯვარცმული იესო ქრისტეს კურთხევა მოგვიწოდებს.
ვინც დღემდე ისე მოვიდა, რომ აღსარება არ უთქვამს, აღსარება ვთქვათ, დავადგეთ განწმენდის გზას და ნუ მოვიტყუებთ თავს იმით, რომ რაღაცა არ გვჯერა იმიტომ, რომ არ გვინდა გვჯეროდეს. ამ სინამდვილეში, საყოველთაო განსაცდელების პირობებში, ჩვენ ყოველ წუთას მზად უნდა ვიყოთ, როდის მოგვიკაკუნებს კარზე უფლის ანგელოზი.
ღმერთმა დაგლოცოთ.

კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved