• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

ალია ავტორი - ალია
14:24 06-17-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ფლამინგო კაპიტალ გრუფ ჯორჯიამ“ ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური აამოქმედა. პროექტის ფარგლებში, 6.5 მეგავატი დადგმული სიმძლავრის სადგურები კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსდა.

პროექტის ჯამური ღირებულება 12.2 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 10 მილიონამდე ლარი თიბისის დაფინანსებაა. სადგურების მონტაჟი 2025 წელს დაიწყო, 2026 წელს კი ექსპლოატაციაში ეტაპობრივად შევიდა. პროექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

მზის ელექტროსადგურები ჩართულია ელექტროენერგეტიკულ ქსელში და გაქირავებულია კომპანიებზე, რაც კერძო სექტორს ელექტროენერგიის ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას აძლევს. პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდას.

„მოხარულები ვართ, რომ „ფლამინგო კაპიტალ გრუფ ჯორჯიასთან“ თანამშრომლობის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა, რომელიც საქართველოში სუფთა ენერგიის წარმოების ზრდას უწყობს ხელს. განახლებადი ენერგიის მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია – ენერგეტიკის დაფინანსებაში 55%-იანი წილით ბაზრის ლიდერები ვართ, ჩვენი ენერგეტიკული პორტფელი მილიარდ ლარს აღწევს და დაახლოებით 2 100 მეგავატ სიმძლავრეს მოიცავს, რაც ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების დაახლოებით 45%-ს შეადგენს. ამ დროისთვის 800 მგვტ-ის პროექტებს ვამუშავებთ, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ განახლებად რესურსებზე – ქარსა და მზის ენერგიაზე მოდის ”,- მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.

„ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება განახლებადი ენერგიის როლი. ჩვენთვის მზის ენერგეტიკაში ინვესტირება ახალი მიმართულება არ არის – მანამდე განხორციელებული მცირე პროექტების წარმატებულმა შედეგებმა მოგვცა შესაძლებლობა, უფრო მასშტაბური ინვესტიცია განგვეხორციელებინა. მოხარულები ვართ, რომ ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური წარმატებით ავამოქმედეთ. ამ მიმართულებით განვითარებას ვაგრძელებთ და უკვე ვმუშაობთ ახალ, 50 მეგავატიან პროექტზე, რომელიც ქუთაისთან ახლოს განთავსდება“, – გოდერძი მამალაძე, „ფლამინგო კაპიტალ გრუფ ჯორჯიას“ დირექტორი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved