• რეკლამა
  • კონტაქტი
23:12, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

ალია ავტორი - ალია
16:45 03-23-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

გულის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები ბოლო წლებში განსაკუთრებულად დაიხვეწა ტექნოლოგიების და პროფესიონალი ექიმების წყალობით. თუმცა, რჩება ერთი მთავარი პრობლემა – სიმპტომების სწორად ამოცნობა, სწორი რეაგირება და პაციენტის დროულად მიყვანა მულტიფუნქციურ კლინიკაში.

რა ახალი მეთოდები გამოიყენება კარდიოლოგიაში, როგორ ზრდის ეს გამოჯანმრთელების შანსს, როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები, როგორ მოვიქცეთ ამ სიმპტომებისას და რა მითები უნდა დავივიწყოთ – „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი, კარდიოლოგი თამარ ჯანაშია პასუხობს.

– თქვენ 11 წელია პრაქტიკოსი ექიმი ხართ. რა შეიცვალა ბოლო წლებში კარდიოლოგიაში და რამდენად გაიზარდა, გულის დაავადებისას, გამოჯანმრთელების შანსი?

– ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში კარდიოლოგიამ მართლაც რევოლუციური გზა გაიარა. თუ ადრე ჩვენი ძირითადი აქცენტი დაავადების მართვასა და სიმპტომებს შემსუბუქებაზე იყო, დღეს მედიცინა პრევენციულ და მინიმალურ ინვაზიურ ეტაპზე გადავიდა. ამ პერიოდში რამდენიმე ფუნდამენტალური ცვლილება მოხდა:

  • დიაგნოსტიკური სიზუსტე – თანამედროვე ტექნოლოგიებმა როგორიცაა მაღალი გარჩევადობის ვიზუალიზაცია და გენეტიკური მარკერების კვლევა, მოგვცა საშუალება, დაავადება მანამ ამოვიცნოთ, სანამ ის კლინიკურად გამოვლინდება.
  • იტერვენციული მიღწევები – მნიშვნელოვნად დაიხვეწა ენდოვასკულური მეთოდები. ის რაც 10 წლის წინ რთულ, ღია ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა, დღეს ხშირად მცირე ინვაზიური პროცედურებით სრულდება, რაც პაციენტის რეაბილიტაციის დროს მინიმუმამდე ამცირებს.
  • ფარმაკოლოგიური პროგრესი – ბაზარზე შემოვიდა ახალი თაობის პრეპარატები, რომლებიც ბევრად უფრო ეფექტურად მართავენ რისკ-ფაქტორებს .

რაც შეეხება გამოჯანმრთელების შანსს – დიახ, ის საგრძნობლად გაიზარდა. გამოკვეთილად უნდა ვთქვა – დღეს კარდიოლოგიური პაციენტის პროგნოზი აღარ არის მხოლოდ „გადარჩენა“. ჩემი მიზანია პაციენტის ცხოვრების ხარისხის სრული აღდგენა. ტექნოლოგიებისა და პროფესიონალიზმის სინთეზით, ჩვენ შევძელით სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება და იმ პათოლოგიების მართვა, რომლებით ათწლეულის წინ ფატალურად მიიჩნეოდა.

– რა არის მწვავე კორონარული სინდრომი?

– მწვავე კორონარული სინდრომი ეს არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც აერთიანებს გულის კუნთის სისხლმომარაგების უეცარ, კრიტიკულ დარღვევასთან დაკავშირებულ მდგომარეობებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პროცესი, რომელიც იწყება გულის მკვებავი არტერიის სანათურის შევიწროვებით ან სრული დახშობით, რაც ხშირად ათეროსკელროზული დაზიანებითა და თრომბის წარმოქმნითაა განპირობებული. როგორც პრაქტიკოსი კარდიოლოგი გამოვყოფდი სამ ძირითად ფორმას, რომელსაც მწვავე კორონარული სინდრომი მოიცავს:

  • არასტაბილური სტენოკარდია
  • მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე
  • მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაცით

ნიუ ჰოსპიტალსში ჩვენი მიდგომა ამ მდგომარეობების მიმართ არის პრინციპი „დრო არის კუნთი“, ყოველი დაკარგული წუთი ნიშნავს გულის კუნთის დაღუპულ უჯრედებს. სწორედ ამიტომ მწვავე კორონარული სინდრომის მართვისას გადამწყვეტია სწრაფი დიაგნოსტიკა და დაუყოვნებელი ინტერვენცია. დროული ჩარევა უნარჩუნებს გულის ქსოვილს სიცოცხლისუნარიონობას და თავიდან აგვაცილებს მძიმე გართულებებს.

– რამდენად ხშირია მწვავე კორონარული სინდრომი დღეს საქართველოში და რომელ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება ყველაზე ხშირად? წინა წლებთან შედარებით გაახალგაზრდავდა დაავადება?

– სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში გულ-სისხძარღვთა დაავადებები და მათ შორის მწვავე კორონარული სინდრომი სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მიზეზთა შორის პირველ ადგილზე რჩება. მწვავე კორონარული სინდრომი ჩვენს პრაქტიკაში ყოველდღიური მოცემულობაა.

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფს და ტენდენციებს:

დაავადების „გაახალგაზრდავება“ – დიახ, ეს ტენდენცია ცალსახად ფიქსირდება. თუ ათწლეულების წინ კორონარული პათოლოგიები 55-60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში გვხდებოდა, დღეს უფრო ხშირად ხვდება 35-45 წლის პაციენტებში. ყოფილა შემთხვევები 30 წლამდე ასაკშიც, რაც ადრე იშვიათობას წარმოადგენდა.

რისკ-ფაქტორების გავლენა: ამ „გაახალგაზრდავების“ მიზეზი კომპლექსურია. პირველ რიგში,ეს არის ცხოვრების თანამედროვე წესი: მაღალი სტრესული ფონი, ჰიპოდინამია, დაუბალანსებელი კვება და თამბაქოს მოხმარების მაღალი მაჩვენებელი ახალგაზრდებში.

გენეტიკური განწობა: ასევე მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი და ისეთი დაავადებების მატება, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია ახალგაზრდა ასაკში, რაც პირდაპირ აზიანებს კორონარულ სისლხძარღვებს.

ჩვენი სტატისტიკა აჩვენებს,რომ ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა ასაკში დაფიქსირებული მწვავე კორონარული სინდრომი ხშირად უფრო აგრესიულად მიმდინარეობს, რადგან ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის ადაპტირებული იშემიის მიმართ, ამიტომ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პაციენტის განათლებას. რისკ-ფაქტორების დროული მართვა არის ერთადერთი გზა ამ სტატისტიკის შესაცვლელად.

– რა სიმპტომები ახასიათებს და რომელი სიმპტომებია ყველაზე მეტად საყურადღებო, როცა გადაუდებლად უნდა მიმართონ ექიმს?

– მწვავე კორონარული სინდრომის სიმპტომატიკა მრავალფეროვანია, თუმცა არსებობს კლასიკური ნიშნები, რომელთა ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს კლინიკურ პრაქტიკაში ვხვდებით შემთხვევებს, როცა პაციენტი სიმპტომებს ატიპიურად აღწერს, რაც დიაგნოსტიკას ართულებს.

ძირითადი სიმპტომები მოიცავს:

  • ტკივილი გულმკერდის არეში – ყველაზე ხშირად ეს არის ზეწოლის, მოჭერის ან სიმძიმის შგრძნება მკერდის ძვლის უკან.
  • ირადიაცია (ტკივილის გადაცემა) – დისკომფორტი შეიძლება გავრცელდეს მარცხენა მხარში, ხელში, ყბის მიდამოში, კისერში და ბეჭთაშუა არეში.
  • თანმხლები ნიშნები – ჰაერის უკმარისობა, ცივი ოფლი, გულისრევის შეგრძნება და ძლიერი საერთო სისუტე.
რაც შეეხება სიმპტომებს, როცა გადაუდებლად უნდა მიმართოთ ექიმს:
  • ტკივილის ხანგრძლივობა – თუ გულმკერდის არეში დისკომფორტი გრძელდება 15-20წთ-ზე მეტ ხანს და არ იხსნება მოსვენებულ მდგომარეობაში.
  • ინტენსივობის მატება – თუ ტკივილი ხდება აუტანელი და მასთან ახლავს სკვდილის შიში ან სიფერმკრთალე.
  • ფიზიკური დატვირთისას გამოვლენილი სიმპტონები – თუ ფიზიკური აქტივობისას ჩნდება მოჭერითი ხასიათის ტკივილი, რომელიც გაჩერებისთანავე გადის – ეს სტენოკარდიის ნიშანია, რაც მწვავე ინფარქტის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ პაციენტებს, რომ ნუ დაელოდებიან სიმპტომების თავისთვად გაქრობას. უმჯობესია ჩატარდეს კვლევები და გამოირიცხოს საფრთხე, ვიდრე დავკარგოთ ძვირფასი დრო, რომელიც გულის კუნთის გადასარჩენადაა საჭირო.

– რეკომენდაციები პაციენტებისთვის და მათი ახლობლებისთვის – რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად გულის შეტევის დროს და რა უნდა გაითვალისწინონ?

– კრიტიკულ სიტუაციაში სწორი მოქმედება ხშირად სიცოცხლის ტოლფასია. სამწუხაროდ, ჩვენს პრაქტიკაში ხშირად ვაწყდებით შეცდომებს, რომლებიც გამოწვეულია პანიკით და არასწორი ინფორმაციით.

ყველაზე ხშირი შეცდომები გულის შეტევის დროს:

  • თვითმკურნალობა და დროის დაკარგვა – პაციენტები ხშირად ცდილობენ ტკივილის გაყუჩებას იმ პრეპარატებით, რომელიც სახლში მოეპოვებათ, რადგან ჰგონიათ, რომ დისკომფორტი სხვა მიზეზითაა გამოწვეული.
  • ფიზიკური აქტივობის გაგრძელება – შეტევის დროს პაციენტი უნდა იყოს აბსოლუტურად მოსვენებულ მდგომარეობაში. მოძრაობა გულს დამატებით ჟანგბადს სთხოვს, რაც დაზიანების არეს ზრდის.
  • საჭესთან დაჯდომა – დაუშვებელია პაციენტმა თავად მართოს ავტომობილი კლინიკამდე მისასვლელად. მდგომარეობა შეიძლება წამებში დამძიმდეს.

მავნე მითები, რომლებიც უნდა დავივიწყოთ:

მითი N1– ინფარქტი ყოველთვის აუტანელი ტკივილით იწყება: სინამდვილეში, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში ან ხანდაზმულებში, ინფარტქი შეიძლება მიმდინარეობდეს ე.წ. „უმტკივნეულო“ ფორმით – მხოლოდ ჰაერის უკმარისობით ან უეცარი სისუტით.

მითი N2– ასპირინის დიდი დოზა ყველას შველის: მიუხედავად იმისა, რომ ასპირინი პირველადი დახმარების ნაწილია, მისი მიღება ექიმის გარეშე არ შეიძლება, რადგან არსებობს მდგომარეობიები (მაგალითად აორტის დისექცია-განშრევება) სადაც ის უკუნაჩვენებია.

ჩვენი მთავარი რეკომენდაცია ახლობლებისთვის: თუ ეჭვი გაქვთ გულის შეტევაზე,პირველი ნაბიჯი სასწრაფო დახმარების გამოძახებაა, სანამ ბრიგადა მოვა დააწვინეთ ან დასვით პაციენტი კომფორტულად, უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება, შეუხსენით მჭიდრო ტანსაცმელი, არ მისცეთ საკვები ან სამელი.

ნიუ ჰოსპიტალსში ჩვენი გადაუდებელი დახმარების გუნდი მზად არის პაციენტის მისაღებად ნებისმიერ წუთს, მაგრამ ამ ჯაჭვში ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი თავად პაციენტი და მისი გარემოცვაა, რომლებმაც სასწრაფოდ უნდა ამოიცნონ საფრთხე.

– როგორ ხდება დიაგნოზის დასმა? არსებობს თუ არა კვლევა, რომელსაც ოქროს სტანდარტს ვუწოდებთ მწვავე კორონარული სინდრომის გამოსავლენად?

– მწვავე კორონარული სინდრომის დიაგნოსტიკა არის მრავალსაფეხურიანი, მაგრამ მაღალტექნოლოგიური პროცესი. ჩვენ ვიწყებთ პაციენტის კლინიკური შეფასებით, ელექტროკარდიოგრამით, ექოკარდიოგრაფიით და სისხლში სპეციფიური ფერმენტების (ტროპონინის) განსაზღვრით. თუმცა, როდესაც საქმე ეხება გადამწყვეტ და ზუსტ დიაგნოზს, არსებობს მეთოდი, რომელსაც თანამედროვე მედიცინა ოქროს სტანდარტად მიიჩნევს – ეს არის ინვაზიური კორონაროგრაფია.

– რატომ ითვლება ის შუცვლელად?

– კორონაროგრაფია არის რენტგენო-კონტრასტული კვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს,რეალურ დროში, მონიტორზე დავინახოთ გულის მკვებავი სისხლძარღვების ანატომია. ის გვაწვდის პასუხებს კითხვაზე, რომელსაც ვერ ვიღებთ სხვა არაინვაზიური კვლევებიდან. სად არის შევიწროვება ან რამდენად კრიტიკულია ის. როგორია სისხლის ნაკადის სიჩქარე და ა.შ. კორონაროგრაფია მხოლოდ დიაგნოსტიკა არ არის, თუ კვლევის პროცესში აღმოვაჩენთ კრიტიკულ შევიწროვებას ან სრულ დახშობას, გადავდივართ სამკურნალო ეტპზე ანგიოპლასტიკასა და სტენტირებაზე. სტენტის ჩადგმით ჩვენ მომენტალურად აღვადგენთ სისხლის მიმოქცევას, რაც იმას ნიშნავს ,რომ გულის კუნთის დაზიანება წყდება. სწორედ ეს ოპტიმალურობა და სიზუსტე ხდის კორონაროგარფიას შეუცვლელ ინსტუმენტად მწვავე კორონარული სინდრომის მართვაში. ეს არის პროცედურა,რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.

– რა თანამედროვე მეთოდებით მკურნალობენ დღეს ასეთ პაციენტებს კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში ?

– მწვავე კორონარული სინდრომის მართვა ნიუ ჰოსპიტალსში ეფუძნება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უახლეს გაიდლაინებსა და მაღალტექნოლოგიურ ინტერვენციებს. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია და მოიცავს რამდენიმე გადამწყვეტ ეტაპს:

  • პერკუტანული კორონარული ინტერვენცია – ეს არის მკურნალობის ძირითადი მეთოდი. ჩვენი კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის აპარტურით, რაც საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება უმაღლესი სიზუსტით. ვიყენებთ მხოლოდ წამლით დაფარულ სტენტებს, რომლებიც მინიმუმ ამცირებენ სიხძარღვთა განმეორებითი შევიწროვების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია. რომ პროცედურების უმეტესობა ტარდება რადიალური მიდგომით ,ანუ სხივის არტერიიდან, რაც ბევრად უფრო კომფორტულია პაციენტისთვის, ამცირებს სისხლდენის რისკს და საშუალებას იძლევა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
  • ინტენსიური კარდიოლოგიური მეთვალყურეობა – პოსტ-ინტერვენციულ პერიოდში პაციენტები იმყოფებიან სპეციალიზირებულ ბლოკში, სადაც ხდება სასიცოცხლო პარამეტრების უწყვეტი მონიტორინგი.
  • ფარმაკოლოგიური მხარდაჭრა – ჩვენ ვიყენებთ უახლესი თაობის ანტიაგრეგაციულ და ანტიკოაგულაციურ პრეპარტებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თრომბოზული გართულებების პრევენციისთვის.
  • კარდიოქირუგიული მზაობა – იმ შემთხვევაში თუ დაზიანება იმდენად მასშტაბურია, რომ სტენტირება შუძლებელია, ნიუ ჰოსპიტალსის მაღალკვალიფიციური კარდიოქირურგიული გუნდი მზად არის დაუყოვნებლივ ჩაერთოს და ჩაატაროს ქირურგიული მკურნალობა.

ჩვენი მთავარი უპირატესობა სისწრაფე და მულტიდისციპლინურობაა. კლინიკაში არსებული ყველა რესურსი ემსახურება იმას, რომ „ოქროს საათის“ ფარგლებში მოხდეს სისხლის მიმოქცევის სრული აღდგენა, რაც პაციენტის გადარჩენისა და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების ერთადერთი გარანტიაა.

 

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved