• რეკლამა
  • კონტაქტი
08:37, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტელევიზორიდან მაყურებინებთ, თუ როგორ იყინება დედაჩემი ამ საშინელ ამინდში და მე, საკანში მყოფს, ფიზიკურად არაფრის გაკეთება არ შემიძლია“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი

ალია ავტორი - ალია
18:25 01-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
339
სინდისის პატიმარი, ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს:
„სამარცხვინო და არაადამიანური იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ. მხოლოდ ბოროტმა, ვერაგმა და ქრისტეს მოძულე კაცმა შეიძლება ჩაიდინოს ის, რაც ქოცებმა ჩაიდინეთ გუშინ! ჩვენი მშობლები მთელი დღის განმავლობაში ყინვაში და ქარბუქში დააყენეთ. იცით, რომ დედის გული შვილის მოლოდინში ვერ გაუძლებს, სულ მეათასედი პროცენტი რომ იყოს შანსი, ის მაინც მოვა ციხესთან და დამელოდება იმიტომ, რომ დედაა და სხვაგვარად არ ძალუძს.
თქვენ ამას ხედავდით და სიტყვა არ გაიმეტეთ, რომ ჩვენი მშობლები სახლში მაინც წასულიყვნენ და ამ იმედის ნაპერწკალზე ჩამოკიდებულები გაყინეთ ეს ადამიანები. მოწყალების დღეს ყველაზე არაკაცური ქმედება ჩაიდინეთ! თქვენ გგონიათ, რომ ეგ წამება არ არის? ტელევიზორიდან მაყურებინებთ, თუ როგორ იყინება დედაჩემი ამ საშინელ ამინდში და მე, საკანში მყოფს, ფიზიკურად არაფრის გაკეთება არ შემიძლია იმიტომ, რომ უსუსურია ადამიანი ციხეში და ფიზიკურად არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
თქვენ გგონიათ, რომ ეს წამება არ არის? ან კარგი, ჩვენ მტრები ვართ თქვენთვის და ბოლომდე გვიმეტებთ, მაგრამ არაპოლიტიკურ თემაზე დაჭერილმა კაცმა ან მისმა ოჯახმა რა დაგიშავათ? როდის შეგძულდათ ასე ადამიანი, ან რაზე ფიქრობთ საერთოდ? დღევანდელი კვერცხი ასე როგორ გირჩევნიათ ყველაფერს?!
ყველაფერი ხომ წარმავალია, თქვენი თაობა წავა და ჩემი თაობა მოვა. ეს ხომ ბუნების კანონზომიერებაა და ამას ხომ ვერ შეცვლით? რაღაც საბაბი ხომ უნდა დაგვიტოვოთ, რომ ჩვენ მაინც ვიყოთ თქვენდამი მოწყალეები მომავალში? რატომ გსურთ ასე ძალიან, რომ ჩემი თაობის მიზნად, ცხოვრების მიზნად, თქვენდამი შურისძიება, ანგარიშსწორება იქცეს? როდის შეგზიზღდათ ასე ძალიან საქართველო, ქართველი კაცი და ქართველი დედა?!“
თეგები: ზვიად ცეცხლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved