თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია დააკავეს.
შესაბამისი განცხადება სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
სუს-ში აცხადებენ, რომ ახალია დაკავებულია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტ – აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.
“ბ.ჭ.-მ იყიდა იარაღი, გადაუღო ვიდეო და ვიდეო შეინახა ტელეფონში” – სუსი














კომენტარები