• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შიმშილობს და წყლის გარდა არაფერს იღებს”– რა მოხდა თამარ მეარაყიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესზე?

ალია ავტორი - ალია
13:38 12-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
617

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორებული აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ადვოკატს გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი.

თამთა მიქელაძის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა დახურული იყო და თამარმა მშობლების და მეგობრების ნახვაც კი ვერ შეძლო.

თამარ მეარაყიშვილის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო სხდომა დახურული იყო და თამარმა მშობლების და მეგობრების ნახვაც კი ვერ შეძლო.
ადვოკატი ვერ აზიარებს ინფორმაციას საქმის სპეციფიკის და გაუხმაურებლობის წესის გამო.
თუმცა ტელეგრამ გვერდის ინფორმაციით, მტკიცებულებები თამარას საქმეზე პრაქტიკულად არ აქვთ და მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ რაღაც ფოტოზე ედავებიან, რომელზეც თითქოსდა სტრატეგიული ობიექტია გამოქვეყნებული.
ჯაშუში, რომელიც საკუთარ სოციალურ ქსელში დებს ფოტოს საიდუმლო დოკუმენტებს! სასაცილოა, არა?! ეს როგორ უნდა გაიყიდოს ადგილობრივ საზოგადოებაში, ან თუნდაც de facto სასამართლოში (სადაც თამარამ წინა ჯერზე საქმეები მოიგო სხვათა შორის)?!
ყველაზე მძიმე ამბავი ისაა, რომ თამარა შიმშილობს და წყლის გარდა, რომელსაც წამლისთვის სვამს, არაფერს იღებს.
ქალს, რომელსაც თითქმის 10 წელია დევნიან, ჩამოართვეს პირადობის დოკუმენტები და გადაადგილების შესაძლებლობა, შემდეგ დაუკეტეს პატარა მეორედი ტანსაცმლის მაღაზია ცხინვალში, რომელიც მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, ახლა ჯაშუშობას აბრალებენ. რამდენ რამეს გადის ეს მეომარი ქალი!
რასაც ვაკვირდები, ცხინვალში ბევრი დისკუსიაა იმის შესახებ თუ რატომ დააკავეს თამარა. ნაწილი ფიქრობს, რომ მისი დაპატიმრება უკმაყოფილების გამოხატვის მცდელობის ჩახშობაა და აზრის გამოხატვის და პროტესტის ყველა ნიშანწყალს ახშობს de facto რეჟიმი. ნაწილი კი ფიქრობს, რომ de facto რეჟიმი ამით, მის მიმართ არსებული უკმაყოფილებების გადაფარვას ცდილობს.
ჩემთვის არ არის გამორიცხული, რომ ოსურმა მხარემ თამარას პატიმრობის საქმე შეიძლება ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმების საკითხის ფორსირებისთვის გამოიყენოს და აქ და ახლა მისი დაკავება ამ მიზნებითაც მოხდა.
ისე ცხინვალში და თბილისშიც განსხვავებული მოსაზრებები და სამოქალაქო საზოგადოება რომ აგენტის, ჯაშუშის, მოღალატის იარლიყით იდევნება, ძალიან მძიმე სანახავია!”- წერს სოციალურ ქსელში თამთა მიქელაძე. 

მეარაყიშვილს ორ თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, გაჩხრიკეს მისი სახლი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაამ დაპატიმრებული ქართველი აქტივისტის საქმეზე ცხელი ხაზი აამოქმედა, რაც ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.ახალგაზრდა ქალს, საოკუპაციო რეჟიმი „ჯაშუშობის“ ბრალდებით ასამართლებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved