ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 123 პატიმარი გაათავისუფლა – გადაწყვეტილება აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში იქნა მიღებული.
გათავისუფლებულ პირებს შორისაა ბელარუსელი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა, რომელიც 2020 წლიდან პატიმრობაში იმყოფებოდა.
გათავისუფლებულია ნობელის პრემიის ლაურეატი, ალეს ბილიაცკიც.
პატიმრების შეწყალების პირობით, აშშ-მ ბელარუსისთვის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.
„ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.














კომენტარები