ქვემო ფონიჭალაში მტკვრიდან ამოყვანილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.
რამდენიმე საათის წინ უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ მტკვარში, სავარაუდოდ, საბანაოდ ჩასულ ორ არასრულწლოვანს ვერ პოულობდნენ. ადგილზე მისულმა მაშველებმა ერთი არასრულწლოვანი მდინარიდან მალევე, მეორე კი ცოტა მოგვიანებით ამოიყვანეს.
ერთ-ერთ არასრუწლოვანს ადგილზე რეანიმაციული ღონისძიებები უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომენტარები