• რეკლამა
  • კონტაქტი
10:49, კვირა, 3 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა” – რა ხდება ადამიანის ორგანიზმში კამიტის, ან ტრიქლორეთილენის მოხვედრის შემდეგ? – ზურაბ სიხარულიძე

ალია ავტორი - ალია
21:43 12-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე გამოცემა ბათუმელებთან ინტერვიუში BBC-ის საგამოძიებო ფილმზე საუბრისას, ამბობს: 

„კამიტი“ არის ხანმოკლე მოქმედების, თუმცა მისი წყლის ჭავლში შერევა უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის. ბრომბენზილციანიდი არის უჯრედოვანი კომპონენტის ამშლელი ტოქსიკური ნივთიერება – უჯრედის დონეზე მოქმედებს და ბლოკავს სუნთქვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იწვევს ჰიპოქსიურ სტრესს.

რაც შეეხება ტრიქლორეთილენს, იგი ძლიერი ნეიროტოქსინია, რომელიც კანიდან და ინჰალაციიდან ძალიან სწრაფად აბსორბირდება, გრძელვადიანად აზიანებს ორგანიზმს. ეს გამხსნელი ღვიძლის და თირკმლების ძლიერ დაზიანებას იწვევს.

ამ კოდების ქვეშ, რაც დასახელდა BBC-ის ფილმში, შესაძლებელია იყოს ბევრი სხვა ნივთიერება, მაგალითად, ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ვენახის მოსაწამლად.

თუ გამოყენებული იყო ტრიქლორეთილენი, მისი აღმოჩენა შესაძლებელია ერთი წლის შემდეგაც, მაგალითად, ნიადაგის სიღრმეში, წყლებში. ამისთვის საჭიროა ძალიან სკრუპულოზური ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზი.

წყლის მაღალი წნევა მნიშვნელოვნად აძლიერებს ტოქსიკურობის ეფექტს – ტოქსინი შედის ღრმა ფენებში, თვალებში, ლორწოვან გარსებში. ამას შეუძლია მასობრივი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ეს იყო კიდეც იმ პერიოდში და ამის მომსწრე ყველანი ვართ.

მაღალი ტოქსიკური ქიმიური ზემოქმედება შეიძლება გამოეწვია ამ ნივთიერებებს კომბინაციაში. ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე და ხანგრძლივი ეფექტების, ასევე, გარკვეული სომატური ცვლილებების და გართულებების ჩამოყალიბება, რომელიც შეიძლება დღეს არ ჩანდეს, მაგრამ ბევრი წლის მერე გამოჩნდეს უკვე ქრონიკულ დაავადებებში.

წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა. ეს წარმოუდგენელია.

ნებისმიერი გამხსნელი ნეიროტოქსიკურია. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა გაიხსნას. ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

როცა იყენებ გამხსნელს და ამას ამატებ წყლის ჭავლს, ეს უკვე ძალიან საშიში პრეცედენტია.

ფედერალისტები“ ვაგროვებთ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც იყვნენ დემონსტრაციებზე და ძალიან მძიმე ისტორიებს ვისმენთ. ვინც ჩვენ გვწერს, ადასტურებს იმას, რომ გრძელვადიან პერიოდში მათ კვლავ აქვთ გარკვეული სიმპტომები, რაც ბევრად უფრო საშიშია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო ქიმიური იარაღი.

საშუალო ვადაში, ანუ კვირების განმავლობაში გამოხატულია სიმპტომებია: ტოქსიკური ბრონქიტები, ფილტვების ანთება, ლორწოვანი გარსების გამოშრობა და ეროზია…

გვწერენ, რომ უმიზეზოდ აქვთ ცხვირიდან სისხლდენა, ასევე, ნერვული სისტემის გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, ხოლო გრძელვადიან შედეგებში – ანუ თვეების, წლების გავლის შემდეგ, ეს შეიძლება იყოს უკვე გამოხატული ფსიქიკურ მომენტები, ანუ PTSD [პოსტტრავმული სტრესული აშლილობა], პანიკური შეტევები, შფოთვითი აშლილობები, ხანგრძლივი უძილობები, კოგნიტიური დეფიციტები.

ნევროლოგიურადაც შესაძლებელია გარკვეული ცვლილებების აღმოჩენა.

ტრიქლორეთილენის შემთხვევაში შეიძლება მყარად ასოცირებული იყოს დემიელინიზაცია ტრიქლორეთილენის გამოყენებასთან: ნეიროპათიები, დაბუჟება, ჩხვლეტები, ქრონიკული თავბრუხვევები, დაღლილობა და ასე შემდეგ.

ტრიქლორეთილენის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თირკმლის და ღვიძლის დაზიანება – შესაძლებელია მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, დაზიანება და ფილტვის ფუნქციების შემცირება, ანუ ობსტრუქციული პროცესების განვითარება.

ვისაც აქვს გარკვეული სიმპტომები, პერიოდულად პროფილაქტიკური კვლევები უნდა ჩაიტაროს ყველამ, ვინც თვლის, რომ დიდი ექსპოზიცია მიიღო ორგანიზმზე.

ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობა, რომელიც რუსთაველზე ცხოვრობს. ჩვენ ვისმენთ არაერთ ისტორიას, რომ დაეწყოთ თავის ტკივილები და ასე შემდეგ. ზოგიერთმა შეიცვალა კიდეც საცხოვრებელი ადგილი, იმდენად გაუსაძლისი გახდა მათთვის ცხოვრება… ჩემი ახლობელიც, რომელიც პარლამენტთან ახლოს ცხოვრობს, გადავიდა საბურთალოზე.

მე ვარ მომსწრე 9 აპრილის. თუ გახსოვთ, იქ წლისთავზე აიღეს ყვავილები – ყვავილებში იყო მომწამლავი ნივთიერების გარკვეული რაოდენობა დარჩენილი. „9 აპრილს მოწამლულები“ – ასეთი ტერმინიც კი არსებობს. იმ წლებში ბოლომდე ვერ დადგინდა, რა გამოიყენეს. მახსოვს, მაშინ სერიოზული კვლევები ჩატარდა და საბოლოოდ დაიდო დასკვნა, რომ ძალიან მძიმე გაზები იყო გამოყენებული.

სრულად მასალა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved