ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს. რუსული ნავთობის იმპორტის თანდათანობითი შეწყვეტის შესახებ საკანონმდებლო წინადადებას ევროკომისია მოამზადებს.
რეგულაციის მიხედვით, თხევადი გაზის მიღება დასრულდება 2026 წლის დასასრულისთვის, ხოლო მილსადენით მიღებული ბუნებრივი აირის იმპორტირება 2027 წლის შემოდგომისთვის.
“ბოლოს, ჩვენ საბოლოოდ ვკეტავთ რუსული გაზის ონკანს… ევროპამ ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა აირჩია. ჩვენ არასდროს დავუბრუნდებით არასტაბილურ მარაგებსა და ბაზრის მანიპულირებას“ – განაცხადა ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა დენ იორგენსენმა. ქვეყნებმა კი რომლებიც კვლავ ახორციელებენ რუსული „შავი ოქროს“ იმპორტს, უნდა მოამზადონ ეროვნული მიწოდების დივერსიფიკაციის გეგმები რუსული მიწოდების შესაწყვეტად.














კომენტარები