• რეკლამა
  • კონტაქტი
06:51, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეცდომაა ივანიშვილის რუსეთის აგენტად და პუტინის მოკავშირედ დასახელება – უილიამ კორტნი

ალია ავტორი - ალია
00:41 06-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

საქართველო დღეს უფრო დემოკრატიულია ვიდრე სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში იყო, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატი, რომელიც საქართველოში 1995-97 წლებში მუშაობდა, კონგრესის რესპუბლიკური პარტიის 13 წევრის მიერ ხელმოწერილ ანგარიშს ეხმიანება და ამბობს, რომ დოკუმენტი ხარისხობრივი თვალსაზრისით არათანაბარია და ამიტომ ბიძინა ივანიშვილის შესახებ პასაჟს ზედმეტი სერიოზულობით არ აღიქვამს.

„პოლიტიკურ წყაროებს შევხედავდი, რომლებიც ახსნიდნენ თუ რატომ მოხდა ეს პასაჟი რესპუბლიკური პარტიის ანგარიშში. აღნიშნული ანგარიში ხარისხობრივად არათანაბარია და ამიტომ ერთ პასაჟს ზედმეტი სერიოზულობით არ მივიღებდი. საქართველოზე არსებული ნაწილი ამ ანგარიშში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომელიც ივანიშვილზე საუბრობს. მე Twitter-ზეც დავწერე, რომ შეცდომაა ივანიშვილის რუსეთის აგენტად და პუტინის მოკავშირედ დასახელება, რომელსაც საქართველოს დესტაბილიზაცია სურს. საქართველო დღეს უფრო დემოკრატიულია, ვიდრე სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში იყო. საქართველოს მიერ მიღწეული დემოკრატიული პროგრესი ნამდვილად თვალსაჩინოა.

მე მოვუწოდებდი ქართველ ხალხს არ ჩაეძიონ ამ პასაჟს ან წინადადებას. 120-გვერდიან დოკუმენტს რა თქმა უნდა ექნება წინადადება, რომელსაც ხელმომწერი კონგრესმენი არ ეთანხმება ან საერთოდ არაფერი იცის ამ წინადადების არსებობის შესახებ. ეს არ არის სიურპრიზი, რადგან კონგრესმენებს უამრავი საქმე აქვთ და დარწმუნებული ვარ, არც ერთ ხელმომწერ რესპუბლიკელ კონგრესმენს არ აქვს წაკითხული 120-ვე გვერდი. არ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს სპეციალურ სტატუსს მიანიჭებს და სანქციებს დაუწესებს. ვერ ვხედავ ამის მიზეზს.”

imedinews.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved