• რეკლამა
  • კონტაქტი
10:27, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვისია კომპანია, რომლისგანაც შსს 2,203,745 ლარის პურ-ფუნთუშეულს იყიდის?

ალია ავტორი - ალია
19:46 06-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
140

2020 წლის 11 იანვარს, სატენდერო კომისიამ მიიღო დადგენილება შსს-ს პურ-ფუნთუშეულით მომარაგებისათვის გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში შპს ლუკა 2005-ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შპს ლუკა 2005-მა, ძალოვან სტრუქტურებს, კერძოდ კი, შსს-ს დანაყოფებს, 2,203,745 ლარის ღირებულების პურ-ფუნთუშეული უნდა მიაწოდოს. 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ლუკა 2005-ის დამფუძნებელი და 100 პროცენტის მფლობელი იაშა ჩაჩუაა, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქართული ოცნების კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი შეწირა.

ხოლო შპს ლუკა 2005-ის დირექტორი ნუკრი მეფარიშვილია, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ფონდში 10 ათასი ლარი გადარიცხა.

თეთრი და რუხი პური, ფუნთუშა, თხელი ლავაში – ეს არის ის ძირითადი პროდუქცია, რომელშიც ბიუჯეტიდან შპს ლუკა 2005-ს, ორ მილიონზე მეტ ლარს გადაუხდიან. 

გამარჯვებული უკვე გამოცხადებულია და ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების ეტაპი მიმდინარეობს.

რატომ შეარჩია სატენდერო კომისიამ მაინც და მაინც ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველების კუთვნილი კომპანია, ეს, კორუფციით სავსე ქვეყანაში ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს. 

თუმცა, დავაზუსტებთ რომ შპს ლუკა 2005-ის დამფუძნებელი და 100 პროცენტის მფლობელი, იაშა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან არის, კახი კალაძის ახლო გარემოცვის წევრია.

პრესა.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved