• რეკლამა
  • კონტაქტი
22:46, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილმა იცის, როგორ მოუგოს სააკაშვილს ბრძოლა”

ალია ავტორი - ალია
19:11 06-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

“ქართული ოცნების” თავმდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოცნებაა, ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთი ერთზე დარჩენა, რადგან ოლიგარქმა იცის, როგორ მოუგოს ექსპრეზიდენტს ბრძოლა. ამის შესახებ 2020NEWS”-თან საუბრისას “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

“ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის ოცნებაა, სააკაშვილთან ერთი ერთზე დარჩენა, რადგან მან იცის, როგორ მოუგოს ეს ბრძოლა. ოპოზიცია კი იდეებით მრავალფეროვანი და მათ განსახორციელებლად ერთიანი უნდა იყოს და არა – ერთფეროვანი.

ექსპერტები მართლები არიან იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიციას გამარჯვებისთვის სჭირდება გაძლიერება. გაძლიერება კი შეიძლება მხოლოდ იდეებით მოხდეს, რადგან 5 თვეში ახალი პოლიტიკოსები ვერ გაჩნდებიან.

იდეების მიმართ ერთგულების სწავლაც რთულია 5 თვეში, თან ისე, რომ ეს დამაჯერებელი იყოს, მაგრამ თუ სათანადო მონდომება იქნება და ოპოზიციას გულწრფელად მოუნდება, წარმოიდგინოს, როგორი იქნება საქართველო მათ ხელში, არსებობს შანსი, ხალხმა ეს დაიჯეროს. მხოლოდ ასე მჯერა ოპოზიციის გამარჯვების”

შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2020 წლის არჩევნებში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისა და საერთო სიის შედგენისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ერთიანი სია პარტიების რეიტინგების მიხედვით უნდა შედგეს. აღნიშნულ წინადადებას ოპოზიციური ფლანგიდან უარყოფითად შეხვდნენ. სააკაშვილის იდეა მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

გუშინ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში კი, სააკაშვილმა განაცხადა, რომ „დატოლების დრო არ არის“ და პოლიტიკური თვალსაზრისით, ოპოზიციიდან მას ვერავინ გაუტოლდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას არ აქვს “ქართული ოცნების” დამარცხების შესაძლებლობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved