დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კოვიდ 19 -თან ბრძლაში საზოგადოების როლზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას.
“ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით.
თუ კარგად მოვიქცევით და დიდი პრობლემები არ შეიქმნება”, ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლა უფრო გაუმარტივდება.
იმნაძე ამბობს იმასაც, რომ დღეს მატარებელი, ყველა სხვა ტრანსპორტს შორის, ყველაზე უსაფრთხოა.
“რკინიგზა საკმაოდ კარგად მოემზადა. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ამ მხრივ რკინიგზით მგზავრობაა, იქ გაცილებთ ადვილია მგზავრების კონტროლი, იქ სახელობითი სიებით არის ბილეთები, აქედან გამომდინარე, რკინიგზა ამ შემთხვევაში ყველა სხვა ტრანსპორტს შორის არის ყველაზე უსაფრთხო”.
კომენტარები