გერმანია 15 ივნისიდან 31 ქვეყნისთვის საზღვრებს ხსნის და ამ ქვეყნებში მოგზაურობის ნებართვასა და რეკომენდაციას იძლევა.
მათ შორისაა ევროკავშირის 26 წევრი და 5 არაწევრი ქვეყანა: ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია, ლიხტენშტეინი და დიდი ბრიტანეთი.
ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა: ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა, ჰიგიენის ნორმების დაცვა, ჩატარებული ტესტების რაოდენობა, ტურისტების უსაფრთხოების ზომები.
მსოფლიოს 160-ზე მეტ სახელმწიფოში კი, მათ შორის, გერმანელებისთვის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ჰოტსპოტებში – თურქეთში, ეგვიპტეში, ტუნისსა და ტაილანდში მოგზაურობა ნებადართული მხოლოდ აგვისტოს ბოლოდან იქნება.
31 აგვისტომდე გერმანიის მოქალაქეები სამოგზაუროდ საქართველოშიც ვერ ჩამოვლენ.
მართალია, პრემიერი და ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენზე საუბრობს და მწვანე ზოლში ვართ, მაგრამ საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მინიმალური 5 კრიტერიუმი.
კომენტარები