სად მალავს პრემიერი ქონებას? – გიორგი გახარია ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით მდგმურია და მას სახლი არ აქვს. არაფოციაილურად კი ირკვევა, რომ გახარია დიდი ქონებას ფლობს, რომელიც სხვის სახელზე აქვს გაფორმებული.
როგორც “ნოდარ მელაძის შაბათის” გუნდმა გაარკვია ეს სხვა პირი კი პრემიერის კლასელის სიძეა. სწორედ გიორგი ციცქიშვილია ის ადამიანი ვის სახელზეც შეაძლოა გიორგი გახარიას მთელი ქონება იყოს გადაფორმებული. ამის შესახებ ეჭვს აჩენს ის გარემმოება, რომ მოქალაქე გიორგი ციცქიშვილი გიორგი გახარიას კარიერული წინსვლის პარალელურად, მოულოდნელად გამდიდრდა.
კითხვაზე, თუ საიდან აქვს მას ამდენი ფული ციცქიშვილმა თქვა, რომ უცხოელმა პარტნიორებმა მისცეს, ხოლო კითხვაზე ვინ იყვნენ ეს უცხოელი პარტნიორები იგი გაჩუმდა.
გიორგი ციცქიშვილის სახლზე მოულოდნელად გაჩნდა: მიწის ნაკვეთი, რომელიც მან გახარიას მეუღლისგან შეიძინა და ახლა იქ აშენებს სასტუმროს. გარდა ამისა ციცქიშვილის სახელზეა ფეშენებელური სახლი წავკისში, სადაც პრემიერი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ეს ყელაფერი არ არის, ციცქიშვილის სახელზე ასევე გადაფორმებულია 4 ათასი კვატრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ოქროყანაში. ეს მიწაც მანამ სანამ ციცქიშვილის მფლობელობაში გადავიდოდა გიორგი გახარიას მამას, ზაურ გახარიას ეკუთვნოდა.
კომენტარები