• რეკლამა
  • კონტაქტი
03:54, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მოგვწონს რაც აქ ხდება” – ჟიჟილაშვილმა, სანაიამ და კიდევ 5 პირმა “ტვ. პირველი” დატოვეს

ალია ავტორი - ალია
22:35 06-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

ტელეწამყვანები ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი TV პირველს ტოვებენ. ამის შესახებ მათ TV პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანაია და ჟიჟილაშვილი არხს ტოვებდნენ “ალიამ” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. თუმცა არც არხს და არც ტელეწამყვანებს ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.

ტელეწამყვანებთან ერთად არხს ტოვებენ გადაცემა 

პოლიტმეტრის პროდიუსერი გიორგი დარჩაშვილი,

პროდიუსერი და ჟურნალისტი ხატია შამანაური,

წამყვანი-ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე,

წამყვანი და ჟურნალისტი სოფო მაისურაძე,

პროდიუსერი მიხო კოტეტიშვილი.

“შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის. ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როცა სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით მთელი ხუთი წელი […] თანამშრომლობის რესურსი, როგორც ჩანს ამოწურულია. კერძო არხს აქვს უფლება, ბუნებრივია, ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება”, — განაცხადა ვახო სანაიამ.

როგორ ნინო ჟიჟილაშვილმა თქვა, არხიდან პოლიტმეტრის გუნდის მიზეზი არხის განვითარების პროცესია და მათი ხედვები არხის მენეჯმენტის ხედვებს აღარ ემთხვევა.

“ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები. აქ საუბარია საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. TV პირველში ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები. არხის ეთერში გასვლის დღიდან ჩართული ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა, სახელისუფლებო შეტევების მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო.

ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც, სამწუხაროდ, უკვე აღარ გამოგვდის.

მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტისა და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით TV პირველზე ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით”

https://www.facebook.com/MKnewsportal/videos/1480329612153844/?t=0

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved