• რეკლამა
  • კონტაქტი
07:58, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ექსკლუზიურად მოგიყვებით როგორ დაიწყო ჩხუბი კანდელაკის ვაჟსა და თედიაშვილს შორის”

ალია ავტორი - ალია
00:37 06-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ქართველი მოკრივის, გიორგი კანდელაკის შვილის, თარაშ კანდელაკის შესახებ ურთიერთგამორიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ცხადია, გორში, რესტორან „ჟოზეფში“ მომხდარ ჩხუბს ვგულისხმობ. ჩემი ინფორმაციით, ეს შემთხვევა შემდეგნაირად მოხდა. ინფორმაცია კი თვითმხილველებმა მომაწოდეს.


ერეკლე თედლიაშვილი და მისი მეგობრები, დახლოებით თხუთმეტამდე ახალგაზრდა, რესტორან „ჯოზეფში“ , ღამის 2 საათზე, რამდენჯერმე შევიდნენ და გამოვიდნენ. ერთ–ერთ სუფრასთან მსხდომებთან ჩხუბიც მოუვიდათ და რესტორნის დაცვამ მოჩხუბარნი გააშველა.

დაცვის თამაშრომელმა მათ რესტორნის დატოვება მოსთხოვეს.

რამდენიმე ახალგაზრდამ, უცენზურო სიტყვებით მიმართა დაცვის თანამშრომელს და გვერდზე გაიყვანა სთხოვეს. რატომ გაჰყავთ გვერდზე ასეთ დროს ადამიანი, ეს ყველამ იცის.

თარაშ კანდელაკმა იმ დროს მამამისის რესტორანში იყო, მაგიდასთან მარტო იჯდა. დაინახა, რომ დაცვის თანამშრომლებს უცხოები აუხირდნენ და რესტორნიდან გაიყვანეს. იფიქრა, რომ მას ცემას უპირებდნენ. გაჰყვა დაცვის თანამშრომელს.

ატყდა ჩხუბი, ორნი ესენი იყვნენ, თარაში და დაცვის თანამშრომელი და თხუთმეტნი ისინი.

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით ოცი კაცი ჩხუბობდაო. ზოგმა ტელევიზიამ ისე გააშუქა ეს ამბავი, თითქოს ეს ოცნი, თარაშ კანდელაკი და მისი მეგობრები იყვნენ და ყველანი ერთად ერეკლე თედლიაშვილს ეჩხუბებოდნენ.

არადა, პირიქით იყო–ორნი, თარაშ კანდელაკი და რესტორნის დაცვის თანამშრომელი, დაახლოებით თხუთმეტის წინააღდეგ. ჩხუბი დროს, ჯერ თარაშს დაარტყეს სახეში, თვალი ჩალურჯებული აქვს. ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა. მხოლოდ ამის შემდეგ დაარტყა თარაშ კანდელაკმა, ერეკლე თედლიაშვილს, რომელიც, სამწუხაროდ, ძირს დაეცა და თავი დაარტყა.


ეს შემთხვევა პოლიტიკურ კონტექტს ვერ ასცდა. გორის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ვასილისა ჯაბახიძემ ეს ფაქტიც გიორგი კანდელაკის გასაკრიტიკებლად გამოიყენა.

რა შუაშია თარაშ კანდელაკის ჩხუბთან მამამისი? იმ შუაშია თურმე, რომ „ქართული ოცნება“ გიორგი კანდელაკს გორში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად დაყენებას უპირებს. კანდელაკმა გორში კეჭი რომ იყაროს. „ნაცმოძრაობის“ გორის ორგანიზაციის წევრებს, ყველას სათითაოდ მიუგებს არჩევნებს. მეტიც, კანდელაკს დღეს გორში რეალური კონკურენტი არ ჰყავს. ცხადია, არც გაერთანებულ ოპოზიციიდან. თუ გადაწვიტა არჩევნებში მონაწილეობა, მოიგებს.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც პიროვნების რეიტინგი იგებს არჩევნებს, მიუხედავად მისი წარმდგენი პარტიის რეიტინგისა. ასეთი ფაქტები კი ქართულ პოლიტიკაში ბევრი ყოფილა. გაერიანებულ ოპოზიციას, მის მიერ კონტროლირებადმა მედიამ, საქმე იქით წაიყვანეს, რომ საქმემ პოლიტიკური ელფერი უკვე შეიძინა და თუ თარაშ კანდელაკი დასაჯეს, ის მამის, გიორგი კანდელაკის რეიტინგისა და გავლენის მსხვერპლი იქნება.


გიორგი კანდელაკს ვთხოვე, რამდენიმე სიტყვა ეთქვა იმ ინფორმაციების შესახებ, რომლებიც მოვიპოვე. არ მითხრა არაფერი ერეკლე კარგად იყოს, მეტი არაფერი მინდა, მეტს არაფერს ვიტყვიო– მარტო ეს თქვა.
ღმერთმა კარგად ამყოფოს ერეკლე თედლიაშვილი!!!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved