საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ამერიკელი კონგრესმენების მწვავე ანგარიშს, ეხმაურება. მისი თქმით, განცხადებას არ იცნობს, რადგან დღის განმავლობაში გორში, შეხვედრებზე იმყოფება, თუმცა მისივე შეფასებით, კონგრესში საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.
“ეს განცხადება მე ჯერ არ მინახავს. მთელი დღეა გორში ვიმყოფები, თუმცა ეს განცხადებავე ცხადყოფს, რომ საქართველოს სიტუაციას კონგრესშიც აკვირდებიან და ის ისევ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ინვესტიციები გავწიეთ”
13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა და საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.
დოკუმენტში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდდა საუბარია, რომ კონგრესმა უნდა შეადგინოს იმ ოლიგარქებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების სია, რომლებიც რუსულ აგრესიას აფინანსებენ.
კომენტარები