• რეკლამა
  • კონტაქტი
00:53, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაჭული ლორი და გურჯაანის ატამი გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდება

ალია ავტორი - ალია
15:27 06-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

რაჭული ლორის და გურჯაანის ატამის სპეციფიკაციების პირველადი სამუშაო ვერსია მზად არის და მალე სახელმწიფო რეესტრს ორი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა დაემატება. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning) პროექტის ფარგლებში, აღნიშნული ორი პროდუქტის სპეციფიკაციები დაამუშავეს პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობით.

Twinning-ის პროექტი „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა“ მე-2 წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზებას. პროექტის მთავარი პარტნიორია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი, რომელსაც საშუალება ეძლევა გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით, წამყვანი ქვეყნების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, შექმნას ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემას, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას.

Twinning -ის პროექტის ფარგლებში, კვარტალური გეგმით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად ამ დროისთვის განხორციელდა შემდეგი:

შეფასდა საქართველოში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების კანონმდებლობა და მისი შესაბამისობა ევროკავშირის რეგულაციებთან;

შემუშავდა სახელმძღვანელოები ლაბორატორიებისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნების სერტიფიცირებისა და კონტროლის ეფექტიანად წარმართვის მიზნით;
ორი ახალი პროდუქტის, რაჭული ლორისა და გურჯაანის ატამის სპეციფიკაციების პირველადი სამუშაო ვერსიის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს მათ სამომავლო რეგისტრაციას, ხელს შეუწყობს პროდუქტის მწარმოებელთა გაძლიერებას, მათ გაერთიანებას,ასოციაციად ჩამოყალიბებას და თავად პროდუქტის პოპულარიზაციას.

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით. გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულებაა, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობასა და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან.

bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved