• რეკლამა
  • კონტაქტი
17:59, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ლიბერთი ბანკი, #ლიბერთიგულით პროგრამის ფარგლებში სესხების გადავადების მეორე ეტაპს იწყებს

ალია ავტორი - ალია
14:40 06-11-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

ლიბერთი ბანკი, მომხმარებელზე ზრუნვისთვის და ქვეყანაში შექმნილი  მდგომარეობიდან გამომდინარე,   საშეღავათო პერიოდს სასესხო ვალდებულებებზე სთავაზობს პანდემიის პერიოდში დაზარალებულ იმ  მომხმარებლებს, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავალი ან დაკარგეს  სამსახური. მეორე ეტაპის, ავტომატური საშეღავათო პერიოდით  სარგებლობა შეეძლება:

–  ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების  სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას

ავტომატური საშეღავათო პერიოდი შეეხება ფიზიკური პირების (გარდა მეწარმეფიზიკური პირებისა) მხოლოდ იმ სასესხო ვალდებულებებს, რომელიც იყო  აქტიური 2020 წლის 14 მარტის მდგომარეობით, უწევთ თუნდაც 1 გადახდის  თარიღი 2020 წლის 1 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით და 14 მარტის მდგომარეობით არ გააჩნდათ არც ერთი სესხი, რომელიც იყო ვადაგადაცილებული 30 დღეზე მეტი ვადით;

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ სურს ავტომატური საშეღავათო  პერიოდის პირობით სარგებლობა, მას ექნება საშუალება დააფიქსიროს უარი  30 ივნისამდე შემდეგი არხებით: ბანკომატები, ინტერნეტ/მობაილ ბანკი,  დისტანციური მომსახურების ცენტრი, ლიბერთის ნებისმიერი სერვის ცენტრი და მომსახურე ბანკირი.

ავტომატური საშეღავათო პერიოდი არ შეეხება:  სალომბარდე სესხებს, ანაბარით უზრუნველყოფილ სესხებს, “აწარმოე საქართველოში” და “შეღავათიანი აგროკრედიტის” ფარგლებში  გაცემულ სესხებს და ფიზიკურ პირებზე ბიზნეს მიზნობრიობით გაცემულ სესხებს, რომელთა მიმდინარე ვალდებულება აღემატება 100 000 ლარს (შესაძლებელია ამ უკანასკნელის ინდივიდუალურად განხილვა).

ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, მომხმარებელზე ზრუნვისთვის და მათთვის სასესხო ვალდებულებების შემსუბუქების მიზნით, მეორე ეტაპის საშეღავათო პერიოდი ასევე შეეხება:

–  მომხმარებლებს, რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი და ეს იდენტიფიცირებულია ბანკის მიერ;

–   მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ სოციალური სესხებით და ოვერდრაფტებით (მათ შორის საპენსიო სესხები და ოვერდრაფტები), კერძოდ:

სოციალური სესხები: 14 ივნისიდან მოხდება სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხის გადავადება და 14 ივნისიდან – 14 აგვისტომდე პერიოდში მსესხებლები გადაიხდიან მხოლოდ მიმდინარე თვის დარიცხულ პროცენტს. სესხის დაფარვის ვადა კი გაიზრდება ისე, რომ არ შეიცვალოს პანდემიამდე არსებული სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადი.

სოციალური ოვერდრაფტები: 2020 წლის 14 ივნისი – 14 აგვისტოს განმავლობაში მომხმარებლები გადაიხდიან მხოლოდ მიმდინარე თვის დარიცხულ პროცენტს. რაც შეეხება 14 მარტი – 14 ივნისის პერიოდში გადავადების შედეგად დაგროვილ საპროცენტო გადასახადს –  დაიფარება მეორე ეტაპის საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ იმგვარად, რომ ყოველთვიური გადასახდელი თანხები მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.

ასევე, ლიბერთი ბანკი შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას იმ ბიზნეს მსესხებლებს, HoReCa სექტორის წარმომადგენლებსა და ფიზიკურ პირებს, ვისი შემოსავლებიც პანდემიის პერიოდში შემცირდა და მომდევნო თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორციელებას. ამ და სხვა შემთხვევებს, ლიბერთი ბანკი განიხილავს  ინდივიდუალურად.

მეორე ეტაპის დამატებითი საშეღავათო პროგრამით სარგებლობა  შესაძლებელია 12 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით. ამ საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, სასესხო ვალდებულებების გადახდა დაიწყება 2020 წლის 1 სექტემბრიდან COVID-ამდე (ანუ 2020 წლის 14 მარტამდე) შედგენილი და მომხმარებელთან შეთანხმებული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ თარიღებში.

დამატებითი ინფორმაცია და ხშირად დასმული კითხვები:  libertybank.ge

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 570 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved